კალათბურთი

17:39 | 18.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ტურის MVP გახდა (+VIDEO)

„ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას მე-19 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ეს ტური იანვარში ჩატარდა, მაგრამ კორონავირუსის გამო რამდენიმე გადადებული მატჩი ახლახან გაიმართა და MVP-იც ტურის დასრულების შემდეგ გამოვლინდა.

შერმადინმა „გიპუზკოასთან“ წაგებულ მატჩში (87:89) შესანიშნავად ითამაშა, 28 ქულა (15-დან 13 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 33 გამოდგა, რაც ტურში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა. 31 წლის ქართველმა კალათბურთელმა ტურის MVP-ს ჯილდო მიმდინარე სეზონში მესამედ და კარიერაში მე-11-ედ მოიპოვა.

შერმადინი ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში საშუალოდ თამაშში 17.4 ქულას, 5.7 მოხსნას, 2.3 პასს, 0.5 დაფარებას და 1 ჩაჭრას აგროვებს. „ტენერიფე“ 18 გამარჯვებით და 5 მარცხით ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

0.136785