ფეხბურთი

12:23 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი „ლივერპულის“ შესაძლო სატრანსფერო პრობლემების შესახებ

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს იმ შესაძლო სატრანსფერო პრობლემების შესახებ უამბო, რომელიც მათ სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაში ვერმოხვედრის შემთხვევაში შეექმნებათ.

„ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის დროს მთავარი ფინანსური ფაქტორია. ტურნირიც შესანიშნავია მაგრამ კლუბებისთვის მთავარი ფულია. როცა გუნდში მოვედი, ისეთ ფეხბურთელებთან გვქონდა მოლაპარაკება, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგაში თამაშის პერსპექტივა ჰქონდათ. ჩვენ კი მხოლოდ ევროპა ლიგის შეთავაზება შეგვეძლო. ამიტომ რამდენიმემ უარი თქვა. თუ სეზონის ბოლოს ლიგაში ვერ მოვხვდით, შესაძლოა ასეთი პრობლემა განმეორდეს.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

26 მატჩის შემდეგ, 43 ქულით, „ლივერპული“ პრემიერლიგის ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

0.114037