ფეხბურთი

10:19 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ მორიგი რეკორდი, ამჯერად ესპანეთის თასზე

ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ბარსელონამ“ შინ „სევილიას“ დამატებით დროში 3:0 მოუგო და ფინალში გავიდა. პირველი შეხვედრა ანდალუსიელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

MisterChip-ის ოფიციალური ტვიტერი გვამცნობს, რომ სამეფო თასის 119-წლიან ისტორიაში „ბარსელონა“ პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ზედიზედ 13 სეზონის განმავლობაში 10-ჯერ მოახერხა ფინალში გასვლა.

გადამწყვეტ მატჩში, 17 აპრილს, რონალდ კუმანის შეგირდები „ლევანტე“ – „ბილბაოს“ გამარჯვებულს შეხვდებიან.

0.222646