სხვა

3:59 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუამ და ფიურიმ ბრძოლაზე მოილაპარაკეს

პრომოუტერ ბობ არუმის თქმით, ენტონი ჯოშუამ და ტაისონ ფიურიმ, მძიმე წონაში ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის პირობებზე მოილაპარაკეს და მალე ამის შესახებ, ოფიციალურად გამოაცხადებენ. მისივე თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება ხელმოსაწერად პრაქტიკულად მზადაა.

ორი ჩემპიონი მოკრივის მხარე, ერთობ რთულ მოლაპარაკებას მაშინვე შეუდგა, როგორც კი ჯოშუამ ბულგარელი პრეტენდენტი კუბრატ პულევი დაამარცხა. წინა თვეში ჰერნმა გამოაცხადა, რომ მოლაპარაკება დასასრულთან ახლოსაა და მხოლოდ დეტალებიღა რჩებოდა შესათანხმებელი.

ჯერაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჯოშუას და ფიურის დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში გაიმართება. ყველაზე სავარაუდო ადგილი საუდის არაბეთია.

„შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგადაა. ამაზე ვმუშაობ. ყველა პუნქტი შეთანხმებულია. კონტრაქტიღაა გასაფორმებელი. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ შეუთანხმებელი აღარაფერი დარჩა“, - ამბობს არუმი.

ჯოშუას პრაქტიკულად ადასტურებს, რომ შეთანხმება მიღწეულია: „ალბათ ივნისში შევხვდებით. მენდეთ. ჩვენ ამ ბრძოლას გავმართავთ. მოუთმენლად ველი მომენტს, როდესაც უდაო ჩემპიონი ვიქნები“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114218