სხვა

2:41 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ჩემპიონი აუზს დაუბრუნდა

100 მეტრზე ბატერფლაიში ოლიმპიური ჩემპიონი, შვედი სარა სიოსტრომი, იდაყვზე ოპერაციის გაკეთებიდან სამ კვირაში, საცურაო აუზს დაუბრუნდა. ყველაზე ტიტულოვან შვედ მოცურავეს ოპერაცია იდაყვის მოტეხილობის გამო გაუკეთეს და ბედად, მკურნალობა ძალიან სწრაფად და შედეგიანად ჩატარდა.

ეს ინფორმაცია 27 წლის სიოსტრომმა საკუთარ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოთი გაავრცელა. ფოტოზე ის აუზთან დგას და მიწერილი აქვს - „მე დავბრუნდი“.

სიოსტრომს ოლიმპიური ოქროს გარდა, მსოფლიო ჩემპიონტებზე 11 ოქროს მედალიც აქვს მოპოვებული. აქედან 8 გრძელ (სტანდარტულ) აუზში და 3 - მოკლე აუზში. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატებზე 22 ოქროს მედალიც (14 სტანდარტულ და 8 მოკლე აუზში) აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, მასვე მსოფლიო რეკორდები ეკუთვნის 50 და 100 მეტრზე ბატერფლაისა და 50 და 100 მეტრზე თავისუფალ სტილში.

სიოსტრომმ იდაყვი თებერვალში მოიტეხა, როცა სტოკჰოლმის ქუჩაში, მოყინულ გზაზე ფეხი გაუხურდა და დაეცა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ცურვის პროგრამა 24 ივლისს დაიწყება და სიოსტრომს იმედი აქვს, რომ ტურნირს კარგ ფორმაში შეხვდბა. „ბევრი სპორტსმენი ვიცი, ვინც ტრავმის შემდეგ იმაზე ძლიერი დაბრუნდა, ვიდრე მანამ იყო. და ახლა, ამ შემთხვევის შემდეგ, ისინი ჩემთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენენ“, - ამბობს სიოსტრომი, ვინც რიოს ოლიმოიადაზე, ოქროს მედლის გარდა, თითო ვერცხლის და ბრინჯაოს მედალიც (შესაბამისად, 200 და 100 მეტრზე თავისუფალ სტილში) მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.150626