სხვა

15:29 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიგურული ციგურაობა: მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ქართველი მოციგურავეების ვინაობა ცნობილია

შვედეთის დედაქალქ სტოკჰოლმში მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში 22 მარტიდან აიღებს სტარტს და მომდევნო 7 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მსოფლიო რეიტინგული სიის ყველაზე წარმომადგენლობითი შემადგენლობა მიიღებს და თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ისევ ვიხილავთ საინტერესო სანახაობას.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ჩემპიონატზე განაწილდება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. ეროვნული ფედერაციების მიერ გუნდების ფორმირება და წარდგენა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად დასრულდა. მამაკაცთა კატეგორიაში სულ მონაწილეობას 27 ქვეყნის 34 სპორტსმენი მიიღებს, ქალთა სეგმენტში კი 35 ქვეყნის 42 მოციგურავე. სპორტული წყვილებდან 18 ქვეყნის 26 და სპორტულ ცეკვებში 25 ქვეყნის 33 წყვილი იასპარეზებს.

2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენენ: მორის ყვითელაშვილი ( კაცები) , ალინა ურუშაძე ( ქალები) , ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი ( სპორტული წყვილები) , რაც შეეხება მოცეკვავე წყვილს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას, მათ ოლიმპიური ლიცენზიებისათვის ბრძოლა , გიორგის ტრამვის გამო, მოუწევთ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც გაიმართება სექტემბერში გერმანიის ქალაქ ობერზდორფში.

მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა კატეგორიაში იმსაჯებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შვედეთის მთავრობისა და საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი დარბაზში მაყურებლების გარეშე გაიმართება.

ჩემპიონატის განრიგი კი ასეთია:

24 მარტი, ოთხშაბათი

13:00 - ქალები - მოკლე პროგრამა

20:30 - გახსნის ცერემონიალი

21:30 - სპორტული წყვილები - მოკლე პროგრამა

25 მარტი, ხუთშაბათი

14:00 - მამაკაცები -მოკლე პროგარამა

21:30 - სპორტული წყვილები - თავისუფალი პროგრამა

26 მარტი, პარასკევი

13:45 - ცეკვები - რითმული ცეკვა

21:00 - ქალები -თავისუფალი პროგრამა

27 მარტი, შაბათი

14:00 - მამაკაცები - თავისუფალი პროგარა

20:00 - ცეკვები - თავისუფალი პროგრამა

28 მარტი, კვირა

16:30 - საჩვენებელი პროგარამა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113259