ფეხბურთი

22:29 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი: "ბართომეუს დაკავება ჩემთვის შოკი იყო"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ხოსეპ მარია ბართომეუს დაკავებაზე ისაუბრა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, ეს მისთვის შოკი იყო.

„ეს აზიანებს კლუბის იმიჯს. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება. იმ დროს კლუბში არ ვყოფილვარ, არაფრის გაკეთება შეგვიძლია, ყურადღება მხოლოდ ფეხბურთზე უნდა გავამახვილოთ.

როდესაც მომხდარის შესახებ შევიტყვე, შოკში ვიყავი. კარგად ვიცნობ მას და ოსკარ გრაუს, რომელიც ასევე დააკავეს. ვწუხვარ მათთვის, რადგან ერთად მნიშვნელოვანი მომენტები გამოვიარეთ. ჩემთვის ბართომეუ ყოველთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, ხოსეპ მარი ბართომეუმ გუშინდელი ღამე პოლიციაში გაატარა, დღეს კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107258