სხვა

2:07 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მესამე ტიტულისთვის ემზადება

ბირთვის კვრაში მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი, ახალზელანდიელი ვალერი ადამსი მესამე ოლიმპიურ მედალს უმიზნებს. ოკლენდში ასპარეზობისას, მან ბირთვი 19.65 მეტრზე გაისროლა, რაც 2016 წლის შემდეგ მისი საუკეთესო შედეგია.

36 წლის სპორტსმენმა ოთხ ცდაზე ბირთვი 19 მეტრზე შორს გადააგდო, რითაც დაამტკიცა, რომ ოლიმპიადაზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

„აღფრთოვანებული ვარ. ასე შორს უკვე სამი წელია, არ მისვრია. და ძალიან მიხარია, რომ ისევ ჩვეულ ფორმაში ვარ. ბევრს ეჭვი ეპარებდა ჩემს შესაძლებლობებში, როცა ოლიმპიადაზე მეხუთედ გამოსვლა გადავწყვიტე. მაგრამ მე ეჭვი არასდროს გამჩენია“, - ამბობს ადამსი.

ახალი ზელანდიის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა სპორტსმენმა, ოლიმპიური ოქროს მედლები პეკინის 2008 წლის და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადებზე მოიპოვა. რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე კი მხოლოდ ამერიკელ მიშელ კარტერთან წააგო. 2017 წელს იმშობიარა და გოგო, კიმოანა შეეძინა. ამის შემდეგ მალე დაბრუნდა და 2018 წელს თანამეგობრობის თამაშებზე ვერცხლი აიღო.

შარშან ოქტომბერში ადამსმა მწვრთნელები გამოიცვალა. ტოკიოს თამაშებისთვის მას დეილ სტივენსონი ამზადებს. „მათ (თავის მეტოქეებს გულისხმობს) უკვე იციან, რომ მე ისევ აქ ვარ, ფორმაში ვარ და მათთან დიდ შეჯიბრს მოუთმენლად ველი“, - ამბობს ადამსი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128124