სხვა

23:12 | 1.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

IOC-მა კანვონდოს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა რაოდენობა გაზარდა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2024 წლის კანვონდოს (სამხრეთ კორეა) ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის სპორტსმენთა კვოტა დაამტკიცა. IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, კანვონდო-2024-ის მონაწილეთა რაოდენობა 1872-დან 1900-მდე გაიზრდება. ახალგაზრდა ოლიმპიელები ოლიმპიურ სოფელში შეჯიბრებებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბინავდებიან და მათი დასრულებისთანავე ადგილს სხვებისთვის გაათავისუფლებენ.

ასევე ცნობილი ხდება, რომ 2024 წლის თამაშებზე 81 სპორტული ღონისძიება იგეგმება. მათ შორის - შეჯიბრებები ფიგურულ ციგურაობაში, ციგაობაში, შორტ ტრეკში, ციგურებით რბენაში, სამთო თხილამურობაში, ფრისტაილში, სნოუბორდში, თხილამურებით რბენაში, მონობობში, სკელეტონში, ორჭიდში და ტრამპლინიდან ხტომაში. ასევე სპრინტერული, ინდივიდუალური და საესტაფეტო შეჯიბრებები ბიატლონში, კერლინგში (გუნდური და მიქსი) და ჰოკეიში (კაცთა და ქალთა 6-6 გუნდი, ასევე 3x3-ზე ფორმატის ტურნირი); დებიუტი ექნება შორტ ტრეკში 1500 მეტრზე შეჯიბრებას, შერეული სათხილამურო რბოლას და ორჭიდელთა ასპარეზობას.

2024 წლის თამაშების პროგრამაში აღარ იქნება შერეული ასპარეზობები სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენების მონაწილეობით, რომლებიც ბოლო სამი თამაშების პროგრამის ნაწილი იყო. ლოზანა-2020-ის პროგრამაში ეოკ-ების მონაწილეობით შერეული ასპარეზობები მოიცავდა ფიგურულ ციგურაობას, კერლინგს, ჰოკეის, შორტ ტრეკს და ციგურებით რბენას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126905