ფეხბურთი

22:13 | 27.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ქუთაისში მძიმე ბრძოლაში მოიგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 2021 წლის სეზონი ვიცე-ჩემპიონმა დინამო ბათუმმა“ წარმატებით დაიწყო. გია გეგუჩაძის გუნდი ქუთაისში საქართველოს 4-გზის ჩემპიონ „ტორპედოს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვა.

ბათუმელები მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საგოლე მომენტები არც ისე მრავლად იქმნებოდა. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ხოლო შესვენების შემდეგ თამაში შედარებით საინტერესო გახდა.

დინო ჰამზიჩმა და ლაზარე კუპატაძემ თავიანთი გუნდები თითოჯერ ნამდვილად გადაარჩინეს შესანიშნავი მოქმედებით, გადამწყვეტი კი 79-ე წუთი გამოდგა.გრიგოლ ჩაბრაძისა და გიორგი ფანცულაიას შესანიშნავი კომბინაცია შედეგიანი გამოდგა. ჩაბრაძემ ზუსტად დარტყმა მოახერხა და „დინამო ბათუმს“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

მეორე ტურში „დინამო ბათუმი“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ შინ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, დღეს სეზონი „დინამო თბილისისა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩით გაიხსნა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს (1:1).

„ტორპედო“ – „დინამო ბათუმი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ჩაბრაძე (79)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106129