ავტოსპორტი

2:50 | 27.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბინოტო - სიმულაციები აჩვენებს, რომ ახალი მანქანა სწრაფია

„ფერარის“ ფ1-ის გუნდის შეფი მატია ბინოტო ამბობს, რომ გუნდმა წარმატებით დაძლია ის ძირითადი სისუსტეები, რომლებიც გასული სეზონის მანქანას ჰქონდა. მან ეს განცხადება გუნდის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელზეც ახალი სარბოლო ავტომობილი - SF21 არ უჩვენებიათ.

ბინოტოს თქმით, ახალი ძალური დანადგარის და აეროდინამიკის კომპიუტერული სიმულაციები აჩვენებს, რომ SF21 წინამორბედზე გაცილებით სწრაფი იქნება.

„გასულ სეზონში მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მანქანას სწორზე სიჩქარე აკლდა. ეს მცირე სიმძლავრის გარდა, გაზრდილი წინააღმდეგობის ბრალიც იყო. ამ პრობლემების მოსაგვარებლად ბევრი ვიმუშავეთ. და როგორც ჩატარებულმა სიმულაციებმა, ძრავის დინამომეტრიული მონაცემების და აეროდინამიკურ მილში ჩატარებული ტესტების შედეგების გათვალისწინებით გვიჩვენა, რომ სწორზე სიჩქარეს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ“, - ამბობს ბინოტო.

„ფერარი“ ახალ მანქანას 10 მარტს გვიჩვენებს, წინასასეზონო ტესტების დაწყებამდე ორი დღით ადრე.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კონკურენტუნარიანები ვიქნებით, მაგრამ ამას მხოლოდ მას შემდეგ შევიტყობთ, როცა ბაჰრეინში რბოლაში გავალთ. როგორც ყოველთვის, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ სხვებთან შედარებით რამდენად წინ წავიწიეთ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მანქანა შარშანდელთან შედარებით უფრო ეფექტურია“, - დასძენს ბინოტო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125231