სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჩოგბურთი

22:53 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი: "ცოტა ხნით დასვენება და რეაბილიტაცია დამჭირდება"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა მელბურნში ბრაიტონის სანაპიროზე გაისეირნა და თავისი მე-18 დიდი სლემის ტურნირის მოგება კიდევ ერთხელ აღნიშნა. გადამწყვეტ ბრძოლაში ნოვაკმა რუსი ჩოგბურთელი, შემაჯამებელი ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, დანილ მედვედევი დაამარცხა.

მსოფლიოს ნომერ პირველი ნომერი როლან გაროსის 13-გზის გამარჯვებულ რაფაელ ნადალს შეუერთდა და გახდა მეორე ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირებიდან ერთ-ერთი ცხრაჯერ ან მეტჯერ მოიგო. როდ ლეივერის სახელობის კორტზე ჯოკოვიჩს არა მარტო ავსტრალიელი ქომაგები, არამედ, სერბი მხარდამჭერებიც ჰყავდა და მათ გულმხურვალე მხარდაჭერას ნოვაკმა ხაზი გაუსვა.

”წუხელ დიდი მხარდაჭერა მქონდა. ვფიქრობდი, რომ ფანტასტიური იყო ხალხის წინაშე თამაში. ალბათ, სტადიონის ნახევარზე მეტი გაივსო, თუმცა ატმოსფერო ძალიან კარგი იყო. ყველაზე ხმამაღალი სერბი მხარდამჭერები იყვნენ და მათგან ბევრი ენერგია მოდიოდა.

სერბებმა მხარი დამიჭირეს პირველივე ქულებიდან. ასეთ ატმოსფეროში თამაში ყოველთვის გაგაფრთიანებს. მატჩი პირველი წუთებიდან ძალიან ძლიერად დავიწყე და ასეთი შემართებით გავაგრძელე მთელი შეხვედრის განმავლობაში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, როგორც ვთამაშობდი ფინალში” - ციტირებს ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი ნოვაკის სიტყვებს.

ნოვაკმა აღნიშნა, რომ გამარჯვებიდან რამდენიმე საათში ბარგის ჩალაგება დაიწყო სამშობლოში დასაბრუნებლად. ჯოკოვიჩი ასევე ესაუბრა თავის ოჯახის წევრებს და ახლო მეგობრებს და განცდილი ემოციები გაუზიარა.

”ძალიან გვიან ვივახშმე და ჩემ გუნდთან მცირე საუბარიც მქონდა, ასევე, მუსიკას მოვუსმინე და ბარგის ჩალაგება დავიწყე,” - თქვა ჯოკოვიჩმა. ”დასაძინებლად დავწექი, ჩემს ოჯახს დავურეკე და ვცდილობდი გამეზიარებინა ის ემოციები და დიდი გრძნობები, რომელიც განვიცადე. დაძინება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ჯერ კიდევ აჟიტირებული ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ეს თასი კიდევ ხელში მიჭირავს."

ავსტრალიაში მოგებული პირველი დიდი სლემის ტურნირის შემდეგ ჯოკოვიჩის კარიერაში ბევრი რამ შეიცვალა და 13 წლის შემდეგ მე-18 დიდი სლემის ტურნირის მოგება აღნიშნა. 2008 წელს ნოვაკი მხოლოდ 20 წლის იყო და პირველად შეძლო ასეთი წარმატების მიღწევა და ემოციურად აღნიშნა, ახლა კი ოჯახი ყავს, ორი შვილის მამაა და მისთვის პრიორიტეტეი შეცვლილია.

"აღნიშვნის გზები ყოველთვის არსებობს, თუმცა ის ყოველთვის განსხვავებულია. სახლში როდესაც დავბრუნდები, ოჯახთან და ჩემს მეგობრებთან აუცილებლად აღვნიშნავ. ადრე ამას ღამის კლუბებში ვაკეთებდი, თუმცა ახლა სტილი საგრძნობლად შევცვალე. ახლა განსხვავებული სახის აღნიშვნა მაქვს, უფრო დღესასწაულს გავს, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გატარებულს." - თქვა ჯოკოვიჩმა

ნოვაკმა ტეილორ ფრიცთან მატჩში მუცლის კუნთი დაიზიანა და ამის შემდეგ სახვევებით აგრძელებდა თამაშს. მილოშ რაონიჩთან და ალექსანდრ ზვერევთან სერბს ცოტა გაუჭირდა, თუმცა ნახევარფინალსა და ფინალში რუსი ჩოგბურთელები ასლან კარაცევი და დანილ მედვედევი იოლად დაამარცხა. ფინალის შემდეგ ნოვაკი ექიმს ეწვია და გამოკვლევა ჩაიტარა.

"მაგნეტურ-რეზონანსული კვლევა ჩავიტარე და მუცელზე დაზიანება გაზრდილია, ვიდრე ეს იყო მესამე რაუნდის შემდეგ, თუმცა როგორც ექიმმა მითხრა, საქმე ცუდად არაა და ცოტა ხნით დასვენება და რეაბილიტაცია დამჭირდება.

ყველაზე დიდი გაკვეთილი ის იყო, რომ ვისწავლე, როგორც გავუმკლავდე ტრავმას და გამოვიჩინო გამძლეობა. ასეთი რამ აქამდე არ გამომიცდია. ბევრი რამე შემთხვევია და პირველად გავუმკლავდი ასეთ რამეს. მივხვდი, რომ თუ საქმეს მართლაც სწორად გაკეთებ, მიუხედავად იმისა, თუ რა ვითარებაში იმყოფები, მაინც შეძლებ გამოსავლის პოვნას და საქმის ბოლომდე მიყვანას." - აღნიშნა ნოვაკმა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109804
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X