სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:53 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

თამამი განაცხადი: "ინტერის" დიდი ნაბიჯი სკუდეტოსკენ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„ინტერმა“ ჩემპიონობისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა და დიდი შანსია, რომ სკუდეტო 11-წლიანი პაუზის შემდეგ შავ-ლურჯთა ბანაკში დაბრუნდეს. სანამ 23-ე ტურის მთავარ მატჩზე ვიტყოდეთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ „ნერაძური“ ერთი კვირის წინ გალიდერდა, როცა „ლაციოს“ მოუგო, ხოლო იმავე ტურში „მილანი“ „სპეციასთან“ დამარცხდა.

სწორედ მაშინ ანტონიო კონტეს გუნდმა თანაქალაქელს ქულით გაასწრო და „დერბი დელა მადონინას“ ლიდერის რანგში თავად შეხვდა. რასაკვირველია, ეს დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა იყო. ზოგადად, „ინტერი“ ბოლო ხანს უკეთეს ფორმაშია, ვიდრე „მილანი“ და ეს დერბიშიც გამოჩნდა. სტეფანო პიოლის გუნდმა მიმდინარე წელს უკვე მეოთხე მარცხი განიცადა, მათ შორის, ბოლო ორი ზედიზედ.

შედეგად, „მილანმა“ ლიდერობა დათმო და უკვე 4 ქულით ჩამორჩა. დერბის რაც შეეხება, საინტერესო გამოდგა და ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გაიხსნა. რომელუ ლუკაკუს პასით ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. პირველ ტაიმში მეტი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარი „მილანის“ აქტიურობით დაიწყო. რამდენიმე წუთიან ინტერვალში „როსონერის“ მაგარი მომენტები ჰქონდა, მაგრამ სამირ ჰანდანოვიჩი ბრწყინავდა. სლოვენიელმა საოცარი სეივებით ანგარიში დაიცვა და „მილანს“ გათანაბრების შანსი მოუსპო. აი, მერე კი კონტეს გუნდმა შეტევისთვისაც მოიცალა და თავისი შანსები პრაქტიკულად მაქსიმალურად გამოიყენა. ჯერ ლაუტარომ შეასრულა დუბლი, მერე ლუკაკუმაც გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო - 0:3.

„ინტერმა“ 53 ქულა დააგროვა და „ინტერს“ უკვე 4 ქულით გაასწრო, რაც შეიძლება გადამწყვეტი სხვაობა არ არის, მაგრამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მეტად მნიშვნელოვანი ფორაა. და, რამდენი ქულით უსწრებს ბოლო 9-გზის ჩემპიონ „იუვენტუსს“? – 11! დიახ, ანდრეა პირლოს გუნდი მეექვსე ადგილზეა და ახლა სკუდეტოზე მეტად ოთხეულში მოხვედრაზე ფიქრი მართებს. თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ „იუვეს“ „ინტერთან“ შედარებით ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, რაც პოტენციურად 6 ქულაა და შეუძლია ეს ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამციროს, რაც თავისთავად ცოტა მაინც არ არის და თან, იმ ორ თამაშს მოგება უნდა.

„პარმა“ – „უდინეზე“ 2:2

გოლები: 1:0 კორნელიუსი (3), 2:0 კუცკა (32, პენ), 2:1 ოკაკა ჩუკა (64), 2:2 ნუიტნიკი (80)

„მილანი“ – „ინტერი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ლაუტარო (5), 0:2 ლაუტარო (57), 0:3 ლუკაკუ (66)

„ატალანტა“ – „ნაპოლი“ 4:2 (0:0)

გოლები: 1:0 ძაპატა (52), 1:1 ზიელინსკი (58), 2:1 გოსენსი (64), 3:1 მურიელი (71), 3:2 გოსენსი (76, ა.გ), 4:2 რომერო (79)

„ბენევენტო“ – „რომა“ 0:0 (0:0)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.147994
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X