სხვა

2:24 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კორტინაში სლალომი ნორვეგიელმა ფოს სოლევააგმა მოიპოვა

კორტინა დ’ამპეცოში დასრულდა სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ბოლო ოქროს მედალიც, სლალომში ნორვეგიელმა სებასტიან ფოს სოლევააგმა მოიგო, ვისთვისაც ეს ჩემპიონტზე მოპოვებული მეორე ოქროს მედალია - პირველი გუნდურ შერეულ შეჯიბრში მოიპოვა.

ფოს სოლევააგმა ორი ცდის ჯამში აჯობა ავსტრიელ ადრიან პერტლს, რომელსაც ბევრისთვის მოულოდნელად, პირველი ცდის შემდეგ, საუკეთესო დრო ჰქონდა. საბოლოოდ, მათ შორის სხვაობა 0.21 წამი იყო. ბრინჯაოს მედალს ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი დაეუფლა.

„მე ვიცოდი, რომ ჰენრიკთან დიდი ჩამორჩენა მქონდა. ამიტომ, კვრცხლბეკზე ასასვლელად, მეტი სისწრაფე მჭირდებოდა. დღეს მე ყველაფერი გავიღე და ეს დღე ჩემთვის გამორჩეულია“, - განაცხადა ჩემპიონმა. მის გამარჯვებამდე, ბოლოს ნორვეგიელ მოთხილამურეს მსოფლიოზე სლალომი 1997 წელს ჰქონდა მოგებული. სესტრიერეში (იტალია) სლალომის ოქროს ტომ სტიანსენი დაეუფლა.

კორტინას ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ოქროს მედალი ავსტრიელებმა მოიპოვეს. შვეიცარიის ანგარიშზე კი ყველაზე მეტი მედალია.

0.140425