სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:51 | 20.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

20 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1940 - დაიბადა ჯიმი გრივზი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მონაწილეობდა 1962 წლის ჩილეს მუნდიალზეც. ინგლისის საფეხბურთო ნაკრების 57 მატჩში 44 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ჩელსიში,” “ტოტენჰემში,” “მილანში,” “ვესტ ჰემში”. გრივზი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისის უპირველეს დივიზიონში, 100 გოლის გატანა მოახერხა (1960 წელს). 1963 წელს მოგებული აქვს თასების თასი, 1962 და 1967 წლებში კი ინგლისის თასი. 1959, 1961, 1963, 1964, 1965, 1969 წლებში გახდა ინგლისის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. მთლიანობაში 604 მატჩში გაიტანა 422 გოლი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1877 - აშშ-ის ქალაქ პიტსბურგში, დაარსდა ბეისბოლისტთა ასოციაცია (MLB).

1953 - აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ, წერტილი დაუსვა 25 წლიან დავას, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ბეისბოლი არ მიიჩნია ბიზნესის სფეროდ და იგი სპორტის სახეობად აღიარა.

1971 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ბოსტონ ბრუინზის” ცენტრფორვარდმა ფილ ესპოზიტომ 50 შაიბის გატანა სარეკორდოდ მცირე რაოდენობის მატჩში (51) მოახერხა.

1972 - თბილისის “დინამომ” ინდონეზიის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის პირველ მატჩში, ჯაკარტაში, დანიის “ოდენსეს” დამატებით დროში 4:2 მოუგო. თბილისელებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში დანიელებმა ანგარიშის გაყაიმება მოახერხეს. ქართველთაგან გოლები გოჩა გავაშელმა (2), გივი ნოდიამ და კახი ასათიანმა გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: სტეფანია, პეტრიაშვილი, კანთელაძე, ჭელიძე, ებრალიძე (ჭითაური), გავაშელი, ასათიანი, მ. მაჩაიძე (მჭედლიშვილი), გუცაევი, გ. ნოდია (ყიფიანი), ლ. ნოდია (რეხვიაშვილი). მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი

1972 - ლეგენდარული ჰოლანდიელი მოციგურავე, არდ სხენკი აბსოლუტურ ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1976 - მუჰამედ ალიმ სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ჟან პიერ კუპმანი მეხუთე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1986 - სუპერმძიმე წონით კატეგორიაში პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონ მაიკ ტაისონს ნიუ იორკში ქალის გაუპატიურების ბრალდება წაუყენეს.

1987 - თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების მიზნით ჩატარებულ მატჩში უნგრეთის საფეხბურთო გუნდ “ჩეპელს” 3:0 მოუგო. გოლები რევაზ ჩელებაძემ (2) და სოსო ჭედიამ გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია (აბუსერიძე), კეტაშვილი, ცაავა, ჭედია, მალანია, კაკილაშვილი (ბიგვავა), სვანაძე, აფციაური (ჟორდანია), კორღალიძე, ჩელებაძე (გურული), რევიშვილი (გოგრიჭიანი). მთავარი მწვრთნელი: გერმან ზონინი

1988 - კანადელი ბრაიან ბოიტანო ციგურებით ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

1988 - ბულგარელმა მძლეოსანმა სტეფკა კოსტადინოვამ დარბაზში, ქალთა შორის ჩატარებულ სიმაღლეზე ხტომაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2,06 მ).

1988 - ამერიკელმა მძლეოსანმა რობ დრუპერსმა დარბაზში 1000 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:16.2).

1988 - გერმანელმა მოციგურავე ანდრე ჰოფმანმა 1500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:52.06).

1994 - ჰოლანდიელმა მოციგურავე იოჰან ოლაფ კოოსმამ 10 კმ-ზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (13:30.55).

1998 - ამერიკელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე ტარა ლიპინსკი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.

1999 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ტორონტო მეიფლ ლივზმა” პირველი მატჩი ჩაატარა თავის ახალ სარბიელზე, “იერ კანადაზე”.

2004 - ექპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, კვიპროსის საერთაშორისო ტურნირის ბოლო მატჩში სომხეთის ეროვნულ გუნდთან 0:2 წააგო. საქართველო ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: მამალაძე, ქემოკლიძე (კანდელაკი), შაშიაშვილი, წერეთელი, კვირკველია, დარასელია, ნემსაძე (კაპიტანი), კორღალიძე, გაბიდაური, ქინქლაძე, იაშვილი (მელქაძე).

2005 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში აღმოსავლეთმა დასავლეთს 125:115 მოუგო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) “ფილადელფია სიქსერზის” მსროლელი ალენ აივერსონი გახდა. მან 15 ქულა გააკეთა და 4 ჩაჭრა განახორციელა. “ყველა ვარსკვლავის” მატჩი დენვერში გაიმართა.

2005 - ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, დევიდ ბექჰემს მესამე ვაჟიშვილი შეეძინა, რომელსაც კრუზი დაარქვეს. ბექსის მეუღლემ, ვიქტორია ადამსმა, მადრიდში იმშობიარა.

2005 - სლოვენიის ეროვნული თასის გათამაშებაში, ვლადიმერ ბოისასა და მანუჩარ მარკოიშვილის “ოლიმპიამ” გაიმარჯვა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში, დავით უგრეხელიძის პივოვარნას “ლაშკოს” სძლია (107:69). ფინალურ პაექრობაში არ უთამაშია მანუჩარ მარკოიშვილს, ბოისამ კი, თავის გუნდს 19 ქულა შესძინა. სლოვენიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, “ოლიმპია” მეთორმეტედ დაეუფლა ქვეყნის თასს. რაც შეეხება უგრეხელიძეს, მან 5 ქულა მოაგროვა.

2006 - ნბა-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში, აღმოსავლეთის კონფერენციის გუნდმა დასავლეთისას 122:120 მოუგო. გადამწყვეტი ორქულიანი აღმოსავლეთელთა სასარგებლოდ დუეინ უედმა ჩააგდო. ასპარეზობის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, 36 ქულით დასავლთელი ტრეისი მაკგრეიდი გახდა. MVP-ედ კი, აღმოსავლეთის კონფერენციის გუნდის წევრი, ლებრონ ჯეიმსი დაასახელეს. ჯეიმსმა 29 ქულა მოაგროვა და 6 მოხსნა განახორციელა. ლებრონი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩების ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა MVP გახდა. აღნიშნული შეხვედრა ქალაქ ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) შედგა.

2006 - ტურინში ჩატარებულ ზამთრის მე-20 ოლიმპიადაზე, ავსტრიელებმა ბენჯამინ რაიხმა და მიხაელა დორფმაისტერმა (სამთო-სათხილამურო სპორტი, გიგანტური სლალომი), ასევე ავსტრიელებმა, _ ვიდჰოლცმა, კოფლერმა, კოხმა და მორგენშტერნმა (ტრამპლინიდან ხტომა, K120, გუნდური) და რუსმა ნავკამ და კოსტომაროვმა (ფიგურული სრიალი, ცეკვები) ოქროს მედლები მოიპოვეს. ქალთა ჰოკეიში პირველი ადგილი კანადელებმა დაიკავეს.

2007 - უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, “მანჩესტერმა” “ლილის” სძლია (1:0), პსვ-მ “არსენალს” (1:0), ხოლო “რეალმა” “ბაიერნს” (3:2). უგოლოდ დასრულდა “სელტიკისა” და “მილანის” დაპირისპირება.

2008 - “წყნარი ოკეანის” თასზე ჩატარებულ მატჩში დევიდ ბეკჰემის “ლოს ანჯელეს გელექსი” იაპონურ “გამბა ოსაკასთან” 0:1 დამარცხდა.

2008 - “ზესტაფონმა” გაიოზ დარსაძეს ფიფაში უჩივლა. საქმე გიორგი განუგრავას ჩეხურ “ბოლესლავში” ტრანსფერს ეხებოდა.

2008 - ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

2010 - ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე 10 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში პირველობა შვეიცარიელმა სიმონ ამანმა მოიპოვა და პირველი მხტომელი გახდა, რომელმაც ტრამპლინიდან ხტომაში ოლიმპიადებზე 4 საჩემპიონო ტიტული დაიმსახურა.

2011 - ლოს ანჯელესში ჩატარებულ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში დასავლეთმა აღმოსავლეთს 148:143 მოუგო. კობი ბრაიანტმა 37 ქულა გააკეთა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბრაინატი მეოთხედ გახდა “ყველა ვარსკვლავის” საუკეთესო კალათბურტელი და ამ მაჩვენებლით ბობ პეტიტს გაუთანაბრდა.

2013 - თავისუფალ ჭიდაობაში ატლანტას 1996 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ბულგარელმა ვალენტინ იორდანოვმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის თავისი ოქროს მედლის დაბრუნება გადაწყვიტა. მისი პროტესტი ოლიმპიადების პროგრამიდან ჭიდაობის ამოღებამ გამოიწვია.

ამ დღეს დაიბადნენ

1903 - პიერ ჩარლზი. ბელგიელი სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივე. ფლობდა ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

1926 - რობერტ რიჩარდსი. ამერიკელი მძლეოსანი. ჭოკით ხტომაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1948, 1952, 1956).

1940 - ჯიმი გრივზი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მონაწილეობდა 1962 წლის ჩილეს მუნდიალზეც. ინგლისის საფეხბურთო ნაკრების 57 მატჩში 44 გოლი გაიტანა. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ჩელსიში,” “ტოტენჰემში,” “მილანში,” “ვესტ ჰემში”. გრივზი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ინგლისის უპირველეს დივიზიონში, 100 გოლის გატანა მოახერხა (1960 წელს). 1963 წელს მოგებული აქვს თასების თასი, 1962 და 1967 წლებში კი ინგლისის თასი. 1959, 1961, 1963, 1964, 1965, 1969 წლებში გახდა ინგლისის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. მთლიანობაში 604 მატჩში გაიტანა 422 გოლი.

1942 - ფილ ესპოზიტო. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჰოკეისტი. ამპლუით ცენტრფორვარდი ფილ ესპოზიტო ორჯერ გახდა ჰოკეის ეროვნული ლიგის ჩემპიონისათვის განკუთვნილი “სტენლის თასის” მფლობელი. ათჯერ იასპარეზა ნჰლ-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. რეგულარული პირველობისა და ფლეი-ოფის მატჩებში გატანილი აქვს 778 შაიბა. 1972 წელს კანადა-საბჭოთა კავშირის სუპერსერიის რვა მატჩში 8 შაიბა გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 1977 წელს იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

1943 - ანტონიო ინოკი (კანჯი ინოკი). ლეგენდარული იაპონელი მოჭიდავე (ორთაბრძოლის ოსტატი). პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი (190 სმ, 102 კგ). გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩაატარა ორთაბრძოლები კიოკუშინ კარატეში ერთ-ერთ გამორჩეულ მებრძოლ ვილი უილიამსთან, ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონ, ჰოლანდიელ ვილემ რიუსკასთან და პროფესინალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონ მუჰამედ ალისთან. ინოკი დამარცხებული ჰყავს ძიუდოში ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ შოთა ჩოჩიშვილს.

1944 - ვიმ ვან ჰანეგემი. ჰოლანდიის ნაკრებისა და როტერდამის “ფეინოორდის” ფეხბურთელი. ორი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი (1974, 1978).

1951 - ფილ ნილი. ინგლისის საფეხბურთო ნაკრებისა და “ლივერპულის” მცველი. ინგლისის მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. მერსისაიდელებთან ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი. იყო “ლივერპულის” კაპიტანი.

1955 - ალექსანდრ კოლჩინსკი. საბჭოთა მოჭიდავე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი.

1961 - სტივ ლუნკვისტი. ამერიკელი მოცურავე. 1984 წლის ოლიმპიადაზე ოქროს ორი მედალი მოიპოვა.

1963 - ჩარლზ ბარკლი. აშშ-ის ნაკრების, “ფინიკს სანზის,” “ჰიუსტონ როკითსის” კალათბურთელი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. NBA-ს ჩემპიონი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩებში გაკეთებული აქვს 23757 ქულა და 12546 მოხსნა.

1966 - დენის მიტჩელი. ამერიკელი მძლეოსანი. 100 და 200 მეტრზე რბენაში 1996 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლების მფლობელი.

1969 - სინიშა მიხაილოვიჩი. სერბიის ნაკრების, რომის “ლაციოს”, “სამპდორიას”, “რომას” ფეხბურთელი. მოპოვებული აქვს იტალიის ჩემპიონობა და თასების თასი.

1971 - იარი ლიტმანენი. ფინეთის ნაკრების, “მიუპას,” ამსტერდამის “აიაქსის,” “ბარსელონას,” “ლივერპულის,” “ლაჰტის,” როსტოკის “ჰანზას,” “მალმიოს”, “ფულჰემის” ფლეიმეიკერი. ფინეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.

1974 - ვერა ილინა. რუსი წყალში მხტომელი. ოლიმპიური ჩემპიონი. ევროპის სამგზის ჩემპიონი.

1977- სტეფან მარბორი. აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებისა და “ნიუ იორკ ნიკზის” გამთამაშებელი (188 სმ). ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.119498
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X