სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:50 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

19 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1954 - დაიბადა სოკრატესი (სრული სახელი: სოკრატეს ბრაზილეირო სამპაიო დე სოუზა ვიეირა დე ოლივეირა). ბრაზილიის ნაკრებისა და “ბოტაფოგოს,” “კორინთიანსის,” ფლორენციის “ფიორენტინას,” “ფლამენგოსა” და “სანტოსის” ფეხბურთელი. 1982 და 1986 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 63 მატჩში გაიტანა 25 გოლი. 1983 წელს დაასახელეს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად. სან პაულოს შტატის სამგზის ჩემპიონი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1910 - “მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველი შეხვედრა ჩაატარა “ოლდ ტრაფორდზე”. იმ დღეს, “წითელმა ეშმაკებმა” “ლივერპულთან” 3:4 წააგეს. მატჩის მსვლელობისას ‘მანჩესტერი” 3:1-ს იგებდა. შეხვედრას 45 000 მაყურებელი დაესწრო.

1928 - კანადის ჰოკეისტთა ნაკრებმა ზედიზედ მესამედ მოიგო ზამთრის ოლიმპიური თამაშები.

1928 - შვეიცარიის ქალაქ სანკტ მორიცში, ზამთრის მეორე ოლიმოპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა.

1942 - ბილ ლონგსონმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის, ერთ დღეში, მინგოფი და საბო დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1961 - ჰოლანდიელი მოციგურავე ჰენკ ვან დერ გრიფტი აბსოლუტურ ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1967 - ჰოლანდიელი მოციგურავე სტიენ კაიზერი აბსოლუტურ ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1971 - უოლტ უესლი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “კლივლენდ კავალიერზის” პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც მატჩში 50 ქულის მოგროვება შეძლო.

1978 - თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების პროცესში, თბილისში ლიუბლიანას საფეხბურთო კლუბ “ოლიმპიას” 2:0 მოუგო. გოლები ვლადიმერ გუცაევმა და რამაზ შენგელიამ გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გოგია (გაბელია), ხიზანიშვილი, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, დარასელია (მინაშვილი), მ. მაჩაიძე (ბაზაზაშვილი), კოპალეიშვილი, გუცაევი (ჩელებაძე), ყიფიანი (დურდიაძე), შენგელია. მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი.

1978 - გერმანელმა მძლეოსანმა ბრიგიტ კრაუსმა დარბაზში 1000 მეტრზე რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:34,8).

1982 - ამერიკელმა შეირი ლენგფორდმა ბოულინგში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან ზედიზედ 853 ფიგურა წააქცია.

1983 - საბჭოთა მოცურავემ, ვლადიმერ სალნიკოვმა 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

1984 - ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ერთ დისციპლინაში ძმებმა პირველად მოიპოვეს ოქროსა და ვერცხლის მედლები. სლალომში პირველ-მეორე ადგილები, ფილ და სტივ მარეებმა გაინაწილეს.

1984 - იუგოსლავიის (ბოსნიის) ქალაქ სარაევოში, ზამთრის მეთოთხმეტე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა.

1986 - თბილსის “დინამომ” წინასასეზონო მზადების პროცესში, ლესელიძეში ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო კლუბ “რუდა გვეზდასთან” 1:1 ითამაშა. ქართველთაგან გოლი გია გურულმა გაიტანა. “დინამო” ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: გაბელია, კეტაშვილი, სულაქველიძე, მიქაბერიძე, ჩიხრაძე, მახარაძე, გურული, ჯოხაძე, ცაავა, გაზაევი, მესხი. მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი.

1988 - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალთა ნაკრებმა, დარბაზში 200 მეტრზე ესტაფეტით რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:32,55).

1994 - ამერიკელმა მარკ კენიმ, ხელებით 50 მეტრის მანძილის გარბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (16.93).

1995 - რუსმა მძლეოსანმა, ირინა პრივალოვამ ქალთა შორის დარბაზში 200 მეტრზე რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (22.10).

1995 - ამერიკელმა მძლეოსანმა, ლინფორდ კრისტიმ, მამაკაცთა შორის დარბაზში 200 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (20.25).

1995 - ამერიკელმა მძლეოსანმა ლინფორდ კრისტიმ მამაკაცთა შორის 60 მეტრზე რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6.47).

1987 - ლონდონის “არსენალის” მცველმა ტონი ადამსმა ინგლისის საფეხბურთო ნაკრებში პირველი მატჩი ჩაატარა. იმ დღეს ალბიონელებმა ესპანეთის ნაკრებს 4:2 მოუგეს. ინგლისელთა ოთხივე გოლი გარი ლინეკერმა გაიტანა.

  1. ჰოკეისტთა ნაკრებებს შორის ზამთრის პირველი ოპლიმპიური ჩემპიონი აშშ-ის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში კანადას მოუგო.

2004 - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე მასპინძელთა ნაკრებთან 1:3 წააგო. ქართველთაგან გოლი გიორგი გაბიდაურმა გაიტანა. საქართველო ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გვარამაძე, ქემოკლიძე, შაშიაშვილი, წერეთელი (მაღრაძე), კვირკველია, დარასელია, ნემსაძე (კორღალიძე), გოგობერიშვილი (მელქაძე), გაბიდაური, ქინქლაძე, იაშვილი. ნაკრებს გოჩა ტყებუჩავა წვრთნიდა.

2005 - ბერნარ ჰოპკინსმა, საშუალო წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეოცედ დაიცვა. ამ წონაში ეს სარეკორდო მაჩვენებელია.

2005 - ვანდერლეი ლუქსემბურგოს მთავარი მწვრთნელობისას მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” პირველი მარცხი იწვნია. “სამეფო კლუბს” ბილბაოს “ატლეტიკმა” მოუგო (2:0).

2005 - ჰამბურგში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიოს სუპერთასის გათამაშებაში, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა, დავით სვიმონიშვილმა, 60 კგ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი კორეელ ჩო ნამ სუკთან დამარცხდა.

2005 - ბირმინგემში გამართულ მძლეოსანთა ტურნირზე, რუსმა ჭოკით მხტომელმა, ელენა ისინბაევამ მორიგი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ისინბაევა 4 მეტრსა და 88 სანტიმეტრს გადაევლო.

2005 - არგენტინელმა კლაუდიო კანიჯამ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

2005 - “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს FIFA-მ ბოდიში მოუხადა იმ პუბლიკაციისთვის, რომელიც ორგანიზაციის ჟურნალში გამოქვეყნდა. ხსენებულ სტატიაში ეწერა, რომ ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტი თავს კანონზე მაღლა აყენებდა. გარდა ამისა, უდიერად იყო მოხსენიებული სერ ალექსის ვაჟიშვილის, დეისონის მოღვაწეობაც.

2006 - ტურინში გამართულ ზამთრის მე-20 ოლიმპიადაზე, ჰოლანდიელმა მარიან ტიმერმა (ციგურებით რბოლა, 1000 მ), გერმანელებმა, ლანგემ და კუსკემ (ბობსლეი, ორადგილიანი) და იტალიელებმა, ვალბუსამ, დი ჩენტამ, პილერ კოტრერმა და ძორძიმ (თხილამურებით რბოლა, 4×10, ესტაფეტა) ოქროს მედლები მოიპოვეს.

2007 - შვეიცარიული საფეხბურთო კლუბის, “სიონის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პერ-ალბერტ შაპუიზა გადააყენეს.

2009 - “ტურ დე ფრანსის” 2 ეტაპის გამარჯვებული შტეფან შუმახერი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა და საფრანგეთის ანტიდოპინგურმა სააგენტომ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

2010 - მამაკაც ხელბურთელთა შორის სამხრეთ კორეის ნაკრები ზედიზედ მეორედ გახდა აზიის ჩემპიონი, სულ კი ეს ტიტული ნახევარკუნძულელებმა მერვედ მოიპოვეს.

2012 - თბილისის “დინამომ” საფეხბურთო ეროვნულ ჩემპიონატებში 500-ე მატჩი მოიგო. დინამოელებმა “რუსთავს” 2:0 მოუგეს.

2012 - ესპანელმა ფეხბურთელმა რაულმა ოფიციალურ მატჩებში თავისი 400-ე გოლი გაიტანა.

2013 - ტოკიოს "კოკუგიკანში" ტრადიციული, ერთდღიანი ტურნირი გაიმართა სუმოში, სადაც ძალიან კარგად იასპარეზა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა. ჩვენებური ტურნირის მეოთხედფინალში დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის შეხვდა, რომელმაც იანვრის ბაშოზე "იმპერატორის თასი" მოიგო. ქართველს იოკოძუნა ბაშოზე არასოდეს დაუმარცხებია, თუმცა ამ ტურნირში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ამის შემდეგ, ნახევარფინალში ტოჩინოშინი ტოიონოშიმასთან დამარცხდა, ტურნირი კი ოძეკი კაკურიუმ მოიგო და მასთან ერთად 2,5 მილიონი იენიც. ლევანს სპეციალური პრიზი - "მებრძოლი სული" გადაეცა.

ამ დღეს დაიბადნენ

1925 - ლესლი ლეინგი. იამაიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1954 - სოკრატესი (სრული სახელი: სოკრატეს ბრაზილეირო სამპაიო დე სოუზა ვიეირა დე ოლივეირა). ბრაზილიის ნაკრებისა და “ბოტაფოგოს,” “კორინთიანსის,” ფლორენციის “ფიორენტინას,” “ფლამენგოსა” და “სანტოსის” ფეხბურთელი. 1982 და 1986 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე. ბრაზილიის ნაკრების 63 მატჩში გაიტანა 25 გოლი. 1983 წელს დაასახელეს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად. სან პაულოს შტატის სამგზის ჩემპიონი.

1959 - ანატოლი დემიანენკო. საბჭოთა კავშირის ნაკრების, დნეპროპეტროვსკის “დნეპრის,” კიევის “დინამოს,” “მაგდებურგისა” და “ვიძევის” მცველი. საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1986 წელს, თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული. 1985 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილე (1982, 1986, 1990). ევროპის 1988 წლის პირველობის ვერცხლის მედალოსანი. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 80 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. ანატოლი დემიანენკო ამჟამად აზერბაიჯანული “ნეფტჩის” მთავარი მწვრთნელია.

1966 - მიროსლავ ჯუკიჩი. სერბიის საფეხბურთო ნაკრებისა და “ვალენსიას” მცველი. ესპანეთის ჩემპიონი.

1966 - ენცო შიფო. ბელგიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მონაწილეობდა მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატში (16 მატჩი). საკლუბო დონეზე გამოდიოდა ბრიუსელის “ანდერლეხტში,” მილანის “ინტერში,” “ბორდოში,” “ტორინოსა” და “მონაკოში”.

1971 - ბეკი დიროენ-ლარსენი. ამერიკელი მოცურავე. სინქრონულ ცურვაში 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1976 - იაჰიდ უაიტი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “შარლოტ ბობკეთსის” მეფარე (206 სმ).

1977 - ჯანლუკა ძამბროტა. იტალიის ნაკრების, ტურინის “იუვენტუსის”, “ბარსელონას” და “მილანის” ფეხბურთელი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 98 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

1979 - იგორ მიტრესკი. მაკედონიის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელი.

1980 - ტალ ბურნშტეინი. ისრაელის საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე (199 სმ). ევროპის უპირველესი საკლუბო ტურნირის, ევროლიგის ორგზის ჩემპიონი (2004, 2005).

1980 - მაიკ მილერი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “მემფის გრიზლის” ფორვარდი (203 სმ).

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.121053
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X