ფეხბურთი

19:21 | 18.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახურ გუნდში ითამაშებს

ყაზახური „ტობოლის“ რიგებში ელგუჯა ლობჯანიძიე ითამაშებს. კოსტანაის კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და ელგუჯა ახალ გუნდში 99-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ტობოლში“ ბოლო წლებში ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი თამაშობდნენ, რომლებმაც კლუბი დატოვეს, თუმცა მის რიგებში ქართველი მაინც ითამაშებს.

ლობჯანიძემ გასული სეზონი „კაისარის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა და 13 თამაშში მეტოქეთა კარში 8 გოლი გაიტანა. ყაზახეთში „ტარაზის“ მაისურით უთამაშია, ხოლო მანამდე რუსეთში „ორენბურგის“ წევრი იყო, საქართველოში „ვიტ ჯორჯიას“, „შუქურას“, „დინამო თბილისისა“ და „რუსთავის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118617