ფეხბურთი

11:06 | 14.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ჩემი გუნდი თავდაჯერებულია და პსჟ-სთან მატჩი ჩვენთვის კარგ დროს იმართება"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „ალავესთან“ ადვილი გამარჯვების (5:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტია თავისი გუნდის სათამაშო ფორმით და მიაჩნია, რომ „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩი მათთვის კარგ მომენტში იმართება.

„პირველ ტაიმში არც ისე კარგები ვიყავით, მაგრამ თამაშს ვაკონტროლებდით და შემდგომი რეაქციაც მახარებს. შევძელით რიგი მოთამაშეების დასვენება. ტრინკაუმ ფლანგზე კარგად ითამაშა, თუმცა მეტოქემ თავისუფალი ზონებიც კარგად მოიცვა. ჩემი გუნდი კარგ ფორმაშია და თავდაჯერებულია, შესაბამისად, პსჟ-სთან თამაში კარგ მომენტშია“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ ლა ლიგაში 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო 8 თამაში მოიგო. „პარი სენ ჟერმენს“ კი 16 თებერვალს „კამპ ნოუზე“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111931