ფეხბურთი

14:56 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რამოსმა "რეალს" ხელფასი დაუწუნა და კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

მადრიდის რეალის კაპიტანი სერხიო რამოსი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, 34 წლის მცველს „სამეფო კლუბმა“ 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა რამოსმა შემცირებული ხელფასის გამო უარი განაცხადა.

ფეხბურთელმა უკვე აცნობა ხელმძღვანელობას, რომ მას კარიერის გაგრძეება სხვა კლუბში სურს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ის „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ყველაზე აქტიურად რამოსის მომავალს „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ, რომელსაც ესპანელი მცველის დამატება 3 წლით სურს და ხელფასის სახით წელიწადში 15 მილიონ ევროს გადაუხდის. მიმდინარე სეზონში სერხიომ 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11097