ფეხბურთი

12:25 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: "სუპერთასის მოგება და თასის ფინალში გასვლა ჩემს გეგმებში იყო"

„იუვენტუსმა“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერი“ ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა და ფინალში ისტორიაში მეოცედ გავიდა, რაც სხვათა შორის, რეკორდია, მატჩის შემდეგ ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კომეტარი გააკეთა.

„იტალიის სუპერთასის მოგება და იტალიის თასის ფინალში გასვლა, როგორც დებიუტანტი მწვრთნელის ჩემს გეგმებში შედიოდა. მწვრთნელის რანგში სრულიად განსხვავებულია, ფეხბურთელობისას ეს უფრო ადვილია. ჯერჯერობით სეზონით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია.

დაცვაში კიელინის გარეშეც კარგად ვითამაშეთ, ფეხბურთელებმა შეძლეს ჩვენი თავდაცვითი მეთოდის ათვისება. მე ოთხი ძალიან ძლიერი ცენტრალური მცველი მყავს და ამიტომაც, ამ კუთხით ძალიან მშვიდად ვარ.

ალეგრის სტილში ვიმარჯვებ? ეს სასიამოვნო კომპლიმენტია, თუ მე მოვიგებ იმას, რაც მან მოიგო, შეგიძლიათ „ალეგრიანო“ დამიძახოთ. თამაშს რაც შეეხება, ძალიან კარგად ვითამაშეთ, „ინტერს“ ჩვენს კარში სახიფათო თითქოს არ დაურტყამს და მოედანზე საუკეთესო ჰანდანოვიჩი იყო“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს დღეს „ატალანტა“ და „ნაპოლი“ შეხვდებიან. პირველი მატჩი ნეაპოლში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

0.122736