ფეხბურთი

12:06 | 8.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ჩვენ "ბარსა" ვართ და ყველა ტურნირზე ერთნაირი მენტალიტეტი უნდა გვქონდეს"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „ბეტისთან“ დრამატული გამარჯვების (3:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, პირველი ტაიმი ცუდი იყო, მაგრამ მისმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა და ამის ხარჯზე მოიგო.

„როტაცია შეეხო იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ბევრი მატჩი აქვთ ჩატარებული. არაუხოს ტრავმამ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. უნდა აღინიშნოს გუნდის მენტალიტეტი, ჩვენი დონისა და გამოჩენილი ხასიათის გამო მოვიგეთ. პირველი ტაიმი არც ისე კარგი იყო, მეტი ძალისხმევა გვჭირდებოდა მოწინააღმდეგის ბარიერებსი გასახსნელად. როდესაც ბურთს ვკარგავდით, ნელა ვიწყებდით პრესინგს. პირველ ნახევარში „ბარსას“ ნაპერწკალი ვერ ვნახე. ძალიან კმაყოფილი ვარ ტრინკაუს გოლით, მან კარგად იმუშავა და ეს მისთვის მნიშვნელოვანია.

„სევილიასთან“ ესპანეთის თასის მატჩი? ეს არის უმოკლესი გზა ტიტულის მოსაპოვებლად და ეს მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენ „ბარსა“ ვართ და ჩვენი მენტალიტეტი ნებისმიერ თამაშში და ტურნირში უნდა ვაჩვენოთ“, - განაცხადა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ ლა ლიგაში 2021 წელს ექვსიდან ექვსი მატჩი აქვს მოგებული და მთლიანობაში კი ზედიზედ 7-ჯერ იმარჯვა. კატალონური გრანდი 43 ქულით მეორე-მესამე ადგილებს მადრიდის „რეალთან“ ერთად იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119572