ფეხბურთი

10:23 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: "VAR-ის მიუხედავად "რეალის" სასარგებლოდ გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს ისევ იღებენ"

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე მადრიდის „რეალის“ კრიტიკით და მწვავე განცხადებებით ყოველთვის გამოირჩევა. მან ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და გასული სეზონის ერთი თამაში გაიხსენა.

პიკემ განაცხადა, რომ ვიდეორეფერის არსებობს მიუხედავად, საეჭო ეპიზოდების „რეალის“ სასარგებლოდ გადაწყვეტა გრძელდება.

„წინა სეზონში სან სებასტიანში ოთხი საეჭვო ეპიზოდი იყო და ოთხივე „რეალის“ სასარგებლოდ გადაწყდა. მიუხედავად VAR-ის ზოგიერთი რამ გაუმართლებელია. და, ტელევიზორში ვინ არიან კომენტატორები,რომლებიც პასუხისმგებლენი არიან საეჭვო ეპიზოდების ანალიზზე? ალვარო ბენიტო „რეალის“ წარსულით, რობერტო პალომარი ჟურნალისტი, რომელიც მთელი ცხოვრებაა „რეალზე“ მუშაობს და სანტი კანისარესი - „რეალის“ ყოფილი მეკარე. მინდა ასეთ დროს ვნახო „რეალის“ ორი და „სოსიედადის“ ორი წარმომადგენელი.

ცოტა ხნის წინ ყოფილმა მსაჯმა თქვა, რომ მსაჯების 85% მადრიდის „რეალს“ ქომაგობს. თუნდა გაუცნობიერებლად, როგორ შეიძლება, რომ მათ სასარგებლოდ არ მიიღონ გადაწყვეტილებები? პატივს ვცემს მსაჯების პროფესიონალიზმს და ვიცი, რომ ისინი ცდილობენ თავიანთი საქმის მაქსიმალურად კარგად შესრულებას, მაგრამ როდესაც საეჭვო მომენტი დგება...", - თქვა პიკემ.

ჟერარ პიკე სავარაუდოდ, ყოფილ მსაჯში ედუარდო იტურალდე გონსალესს გულისხმობდა, რომელმაც თქვა, რომ ესპანელი მსაჯების 90% „რეალის“ გულშემატკივარია და 10% - „ბარსელონას“.

0.110497