ფეხბურთი

22:25 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესი თავის მომავალს სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს

ლიონელ მესისა და „პარი სენ ჟერმენს“ შორის ამ დროისთვის კონტაქტი არ არის. აღნიშნული ინფორმაცია El Mundo-მ გაავრცელა. როგორც ესპანური გამოცემა იტყობინება, მესი სეზონის ბოლომდე თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ბოლო პერიოდში მესის პსჟ-ს აქტიურად უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ არგენტინელი ზაფხულში პარიზში გადაინაცვლებს. თუმცა, მესი თავის მომავალს, მხოლოდ და მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და თუ მანამდე ხელშეკრულება არ განახლდება. 1 ივლისიდან უკვე თავისუფალი აგენტი გახდება. აღსანიშნავია, რომ მესის ახლაც შეუძლია ნებისმიერ გუნდთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმება.

0.110003