სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ინტერვიუები

23:06 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა "ჩელსი" ლამპარდის ნაადრევად გაშვების გამო გააკრიტიკა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ფრენკ ლამპარდის გათავისუფლების შესახებ განაცხადა, რომ "ჩელსიმ" მკაცრი და ნაადრეი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი მოუთმენელი ადამიანია.

ლონდონელებმა ფრენკ ლამპარდი 18 თვის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ინგლისელებმა კლუბის დამრიგებლად ტომას ტუხელი მოიყვანეს.

კლოპი მიიჩნევს, რომ ლამპარდმა დაიმსახურა დრო, რათა გაეუმჯობესებინა "ჩელსის" შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი პრემიერლიგაში მეათე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ექვსი ქულით ჩამორჩება.

"ვფიქრობ "ჩელსის" ზაფხულში კარგი სატრანსფერო პერიოდი ჰქონდა, ნამდვილად კარგი ფეხბურთელები დაიმატა და შედეგის მისაღწევად დროა საჭირო, ეს ძალიან ნორმალურია. ვფიქრობ კლუბმა ნაადრევი გადაწყვეტილების მიღეისას სიმკაცრე გამოიჩინა. აბრამოვიჩი გაძლევს შანს, ფულს, მოთამაშეებს, ყველაფერს... მაგრამ იგი არაა მსოფლიოში ყველაზე მომთმენი ადამიანი. განვიცდი ფრენკის სიტუაციას, რადგან იგი ახალგაზრდაა და ნამდვილად ნიჭიერი მწვრთნელი. მას საუკეთესოს ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ კარგად იქნება. მაგრამ ასევე რთულია როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას შენ კლუბში იღებენ და "ჩელსი" ნამდვილად ფრენკის კლუბია." - ციტირებს Sky Sports-ი კლოპის სიტყვებს.

ლამპარდის შემცვლელმა ტუხელმა "არისტოკრატებთან" 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის გაწვრთნა ოთხშაბათიდან დაიწყო. 47 წლის ტომასმა იურგენ კლოპი წლების წინ "მაინცსა" და "დორტმუნდში" ჩაანაცვლა და საფეხბურთო საქმიანობას პსჟ-დან გათავისუფლების შემდეგ დაუბრუნდა. კლოპი თანამემამულეს გულშემატკივრობს და ელის, რომ იგი წარმატებას მიაღწევს.

"ტომას ტუხელი დიდებულია ადამიანი და ნამდვილად კარგი მწვრთნელია. მას დიდი ხანია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. "ჩელსის" კარგი გუნდი ჰყავს და დარწმუნებული ვარ ტომასი ამ გუნდს მოერგება." - აღნიშნა კლოპმა.

"ლივერპული" შემდეგ მატჩს ხუთშაბათს ღამით "ტოტენჰემთან" გამართავს და კლოპი ამ შეხვედრაში ჟოელ მატიპსა და ჯორდან ჰენდერსონს ათამაშებს. აღნიშნულმა ფეხბურთელებმა ასოციაციის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგებული შეხვედრა გამოტოვეს, თუმცა ამჟამად სრული დატვირთვით ვარჯიშობენ.

პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი "ლივერპული" ბოლო პერიოდში წარუმატებლად ასპარეზობს. "წითლებმა" ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ხუთი მატჩიდან ვერცერთი მოიგეს და ამის გამო მეხუთე ადგილამდე დაქვეითდნენ. იმ შემთხვევაში თუ "ევერტონი" "ლესტერს" დაამარცხებს" და "მერსისაიდელები" "მამლებთან" წააგებენ, კლოპის გუნდი სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდება. მიუხედავად გაუარესებული სატურნირო მდგომარეობისა, კლოპი მიიჩნევს, რომ მისი ფეხბურთელები ამ ეტაპს გადალახავენ და უფრო თავიანთ სიძლიერეს დაამტკიცებენ.

"ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ისეთი გუნდი, რომელთანაც არავის მოუნდება თამაში და შანსი გვაქვს "ტოტენჰემთან" ასეთი გუნდი გვყავდეს. დაუმარცხებელი გუნდი ყოველთვის გვინდოდა გვყოლოდა. გვინდა ხალხმა გვითხრას, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი გვყავს, რომელიც არასდროს გვყოლია, მაგრამ ესეც არაა პრობლემა. ჩვენ შეგვეძლო საუკეთესოები ვყოფილიყავით და ახლაც შეგვიძლია, მაგრამ ეს მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. რაც უფრო მეტ ნეგატიურ ინფორმაციას მოვისმენთ ჩვენზე, მით უფრო მოგვინდება წარმატებას მივაღწიოთ." - განაცხადა კლოპმა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.108925
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X