ფეხბურთი

14:23 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ მბაპეს წელიწადში 21 მილიონ ევროს გადაუხდის, მაგრამ...

„რეალს“ კილიან მბაპეს გადაბირება კარგა ხანია სურს, თუმცა კორონაპანდემიის გამო ბოლო დროს ფინანსური პრობლემები მიეძალა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის ყიდვა შესაძლოა, ვეღარ შეძლოს.

საქმე ის არის, რომ მადროდელები მზად არიან კილიანის მოთხოვნა დააკმაყოფილონ და წელიწადში ხელფასად 21 მილიონი ევრო გადაუხადონ, ამდენს უხდიან მბაპეს პსჟ-ში. მაგრამ მეტს კი ვეღარ შესწვდებიან.

თავის მხრივ, დარჩენის შემთხვევაში, პარიზელები მზად არიან მას ნეიმარის მსგავსი ანაზღაურება შესთავაზონ, რაც სეზონში 36 მილიონ ევროს შეადგენს - წერს AS.

„რეალი“ გამოსავალს ეძებს და შეიძლება რამდენიმე წამყვან ფეხბურთელსაც დაემშვიდობოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114917