ფეხბურთი

0:30 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" კატასტროფული ვითარება: ვალი მილიარდ ევროს აჭარბებს!

კატალონიის „ბარსელონაში“ ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ეს ცნობილი ამბავია. გუნდი სპორტულ კრიზისშია და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხი თამაში ლა ლიგაში მიჯრით მოიგო, ეს კატალონელთა ცხოვრებას ნათელ ფერებში არ ხატავს.

კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა კლუბში ეკონომიკურად. ესპანურმა გრანდმა თავისი წლიური ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა და ირკვევა, რომ კლუბის დავალიანება 1 მილიარდ ევროს აღემატება! უფრ კონკრეტულად, „ბარსას“ ვალი 1173 მილიონი ევროა. აქედან, მოკლევადიანი ვალდებულება 730 მილიონ ევროს შეადგენს.

რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემიამ ამაში თავისი წვლილი შეიტანა, მაგრამ განსაკუთრებით დამაფიქრებელია გუნდის სატრანსფერო პოლიტიკის დროს დაშვებული შეცდომები. კერძოდ, ესპანელებს დღემდე 126 მილიონი ევრო აქვთ გადასახდელი წარსულში განხორციელებული ტრანსფერებისთვის. შედარებისთვის, თავად იმავე კუთხით მხოლოდ 46 მილიონი ევრო უნდა მიიღოს, რაც აშკარა დისბალანსზე მიუთითებს.

მაგალითად, „ბარსელონას“ 29 მილიონი ევრო აქვს გადასხდელი „ლივერპულისთვის“ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის გამო, 16 მილიონი „აიაქსისთვის“ (ფრენკი დე იონგი), 10 მილიონი „ბორდოსთვის“ (მალკომი). საპირისპიროდ, კატალონელებმა „ზენიტიდან“ მალკომის ტრანსფერში 9.5 მილიონი ევრო უნდა მიიღონ, „ხეტაფესგან“ 6 მილიონი (კუკურელიაში) და „რომასგან“ – 4 მილიონი ევრო (კარლეს პერესისთვის).

ფინანსური დავალიანების კიდევ ერთი გამოწვევი მიზეზი ფეხბურთელთა ძალიან მაღალი ხელფასებია. ასეთ ვითარებაში, ჯერჯერობით უცნობია, რა ბერკეტით აპირებს კლუბი ლიონელ მესის შენარჩუნებას, რომელსაც ხელშკერულება ზუსტად 5 თვეში ეწურება.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122398