ფეხბურთი

22:53 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიური გუნდის 4 ფეხბურთელი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა (+VIDEO)

ბრაზილიის სერია D-ს საფეხბურთო გუნდ „პალმასის“ პრეზიდენტი და 4 ფეხბურთელი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.

მცირე ზომის თვითმრინავი მინდორში ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი მოთამაშეები გარდაიცვალნენ: 23 წლის ლუკას პაქსედეს, 28 წლის მცველი გილერმო ნოე, 27 წლის მეკარე რანულე, 23 წლის ნახევარმცველი მარკუს მოლინარი, რომელიც „ატლეტიკო მინეიროს“ ყოფილი ფეხბურთელის, მარინიოს შვილი იყო.

გარდა ამისა, გარდაიცვალა კლუბის პრეზიდენტი 32 წლის მუკას მეირა და თვითმფრინავის პილოტი. რა გახდა, ავიაკატასტროფის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

თეგებიპალმასი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117706