სხვა

2:54 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრუმი ახალ სეზონს ემირატებში დაიწყებს

ტურ დე ფრანსის ოთხგზის ჩემპიონი კრის ფრუმი თავის ახალ გუნდ „ისრაელ სტარტ-აპ ნეიშენთან“ ერთად, პირველ სტარტს არგენტინაში, სან ხუანის ტურზე გეგმავდა. მაგრამ პანდემიის გამო, ეს რბოლა გაუქმდა. და ბრიტანელიც სეზონს ერთი თვის დაგვიანებით, არაბეთის გაერთიანებული ემირატების ტურზე დაიწყებს.

35 წლის ფრუმი ამჟამად მზადებას რეაბილიტაციას ერთდროულად, „რდ ბულის“ კალიფორნიულ ცენტრში გადის. ის სრულად მზად არაა, თუმცა სეზონის დასაწყისში ამის აუცილებლობა არცაა. მთავარია, რომ სეზონის მთავარი რბოლებისთვის მიაღწიოს ფორმის პიკს.

ემირატებში იწყებენ ახალ სეზონს ფრუმის თანამემამულე ადამ იეიტსი და ტურ დე ფრანსის მოქმედი ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი. იეიტსი ახალი სეზონის წინ, „მიჩელტონ-სკოტიდან“ „ინეოს გრენადერსში“ გადავიდა. პოგაჩარი კი ტურზე შარშან მოპოვებული მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ, ახალ კამპანიას იწყებს, რომლის დროსაც, რა თქმა უნდა, თავისი ტიტულის დაცვას შეეცდება.

რა თქმა უნდა, უმთავრესი ვარსკვლავი ფრუმია, რომელიც არ მალავს, რომ ტურზე მეხუთე გამარჯვებას გეგმავს. გუნდ მისი მზადბის პროცესით კმაყოფილია და აცხადებს, რომ კალიფორნიაში ვარჯიშისას, ბრიტანელ ველომრბოლს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115764