სხვა

1:38 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიელმა ვეტერანმა კიცბუელში დაშვების რბოლა მოიგო

ავსტრიის სამთო კურორტ კიცბუელის ლეგენდარულმა ფერდობმა შტრაიფმა, მამაკაც სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის დაშვების რბოლას უმასპინძლა, რომელიც ვეტერანი შვეიცარიელის, ბეატ ფოიცის გამარჯვებით დასრულდა.

ბროლის გლობუსის სამგზის მფლობელ ფოიცს, კიცბუელის ამ ტრეკზე აქამდე არასდროს მოეგო. მან იქ დაშვების ოთხი რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა. 33 წლის ფოიცმა ტრასა წუთსა და 53.77 წამში გაიარა, რაც ბოლო 11 წლის რეკორდული დროა. ამ 11 წელიწადში, შტრაიფი წუთსა და 54 წამზე ნაკლებში არავის ჰქონდა გავლილი. ბოლომს ეს 2010 წელს ფოიცის ლეგედარულმა თანამემამულემ, დიდიე კუშმა გააკეთა.

რბოლა რამდნჯერმე შეწყდა, რისი მიზეზიც, ხშირი წაქცევები გახდა. საბოლოოდ, სტარტიდან სამი საათის შემდეგ, მხოლოდ 30-მა მოთხილამურემ შეძლო სტარტის აღება. რბოლა შეწყდა და 25 მოთხილამურე თამაშგარეში დარჩა. ფოიცმა თავისი რეკორდული დროის წყალობით, უკან მოიტოვა ძველი მეტოქე - ავსტრიელი მათიას მაიერი, რომელიც გამარჯვებულს 0.16 წამით ჩამორჩა. კიცბუელში ამ ორი მოთხილამურის პაექრობა ყოველთვის ასეთი დაძაბულია და ბოლოს და ბოლოს, ფოიცმა გამარჯვება მოახერხა.

ის ტრასაზე მე-5 ნომრით, შეჯიბრის დასაწყისშივე გამოვიდა და შესანიშნავი დროის მიუხედავად, გამრჯვება გარანტირებული არ ჰქონდა. მაიერმა 9 ნომრით იასპარეზა. მესამე ადგილს კი იტალიელი დომინიკ პარისი პავიდა, ვინც გამრჯვებულს ნახევარი წამით ჩამორჩა. სტარტზე ვერ გამოვიდა შვეიცარიელი მარკო ოდერმატი, ვისი ნომერიც 31 იყო და სწორედ მისი გამოსვლის წინ შეწყდა რბოლა.

პირველად ამერიკელი რაიან კოქრენ სიგლი დაეცა, რის გამოც რბოლა დიდი ხნით შეწყდა. მართალია, მას დამოუკიდებლად გადაადგილება შეეძლო, მაგრამ მაინც ვერტმფრენით ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ოთხი მოთხილამურის გამოსვლის შემდეგ, ფოიცის თანაგუნდელი ურს კრეინბული დაეცა. მან შეცდომა ბოლო ტრამპლინზე დაუშვა. ისიც ვერტმფრენით საევკუაციო გახდა. ბედად, როგორც შვეიცარიის გუნდმა გამოაცხადა, მოთხილამურეს გონება არ დაუკარგავს და მაშველებს ესაუბრებოდა.

სამი საათის შემდგ, რბოლა იმის გამო შეწყდა, რომ ამინდმა გაუარესება დაიწყო - ქარი ამოვარდა და შეჯიბრის გაგრძელება სახიფათო გახდა.

აღსანიშნავია, რომ კიცბუელის ნაცვლად, დაშვების ამ რბოლისთვის ვენგენს (შვეიცარია) უნდა ემასპინძლა. შაბათს იქვე კიდევ ერთი ჩქაროსნული რბოლა ჩატარდება, ოღონდ ამჯერად, მოთხილამურეები ერთმანეთს სუპერგიგანტში შეეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129398