ფეხბურთი

20:23 | 22.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი 4-6 კვირა ვერ ითამაშებს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მომდევნო ოთხი-ექვსი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია "ქალაქელების" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

დე ბრუინმა ტრავმა "ასტონ ვილასთან" მოგებულ (2:0) მატჩში მიიღო და შეხვედრის 59-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სეზონში კევინმა 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. "მანჩესტერ სიტის" კორონავირუსის გამო მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სერხიო აგუეროც დააკლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14148