რაგბი

15:44 | 20.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი კორონავირუსის გამო გაუქმდა

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში აღარც წელს გაიმართება, მიზეზი კორონავირუსია. ინფორმაცია Americas Rugby News-ი წერს. ტურნირის გაუქმება ახალგაზრდა სპორტსმენებს საერთაშორისო დონეზე ასპარეზობის შანსს ართმევს, რაც განსაკუთრებით პრობლემური მეორე რანგის ქვეყნებისთვისაა.

კონტინენტის პირველობის განახლება 2022 წელს იგეგმება, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფს აღნიშულ ტურნირზე მონაწილეობის მიღება აღარ მოუწევს.

შეგახსემებთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ბოლოს 2019 წელს არგენტინაში ჩატარდა. უკვე გაუქმებულ ტურნირზე კი საქართველოს ფიჯისა და იაპონის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114413