ფეხბურთი

14:14 | 18.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "თავი უკეთ უნდა დავიცვათ, იმედგაცრუებულები ვართ"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბილბაოსთან" (2:3) მარცხის შემდეგ ისაუბრა. ნიდერლანდელი სპეციალისტი შედეგით იმედგაცრუებული დარჩა და განაცხადა, რომ დაცვაში უკეთ თამაში მართებთ.

„საბოლოო შედეგით დამწუხრებული და იმედგაცრუებულები ვართ. გამარჯვებისთვის ვთამაშობდით. დაცვაში ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. გუნდის თამაში ვფიქრობ, კარგი იყო და ამის გამო გაბრაზებული არ ვარ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მეორე გოლი რამდენიმე წუთით ადრე გავუშვით. თავი უკეთ უნდა დავიცვათ.

მესი? ვფიქრობ, ამდენი წლის შემდეგ მან იცის, როდის არის მზად სათამაშოდ და როდის - არა. მე მას ვესაუბრე და მითხრა, რომ მზად იყო თამაშის დასაწყებად. გაძევება? მესმის მისი. არც კი ვიცი რამდენჯერ დაირღვა მის წინააღმდეგ თამაშის წესი“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბილბაომ“ „ბარსელონა“ დამატებით დროში 3:2 დაამარცხა და აღნიშნულ ტიტულს ისტორიაში მესამედ დაეუფლა.

0.117157