სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:02 | 16.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისის" პრესსპიკერი: "ქეცბაიაზე მედიით არ ვისაუბრებთ, ოქრიაშვილის შემთხვევაში არ გავრისკავთ"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრესსპიკერმა დიმიტრის ხრისტოფორუმ თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმისა და თემურ ქეცბაიას კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ხროსტოფორუს თქმით, ოქრიაშვილი დასაბრუნებლად მუშაობს, ხოლო ქეცბაიასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული და გადაწყვეტილი არაფერია.

„არ შეგვიძლია ოქრიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გავრისკოთ. მნიშვნელოვანია, როგორი რეაგირება ექნება მის სხეულს დატვირთვაზე. ამ კვირაში მისი გუნდთან ერთად ყოფნა ძნელად წარმოსადგენილია. ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს, რომ დაბრუნდეს.

რაც შეეხება ქეცბაიას, ამ დროისთის ჩვენ დაკავებული ვართ ჩვენი მატჩებით. როდესაც რიამე დასკვნა იარსებებს, ამის შესახებ ოფიციალური განცხადებით გაცნობებთ. მედიის საშუალებით არავითარ შემთხვევაში არ ვისაუბრებთ“, - თქვა ხრისტოფორუმ.

აქვე გეტყვით, რომ თორნიკე ოქრიაშვილს კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. ის ნოემბრის შემდეგ ვერ ახერხებს თამაშს. ქეცბაიას ფამაგუსტელებთან კონტრაქტი მაისში ეწურება, მისი გუნდი კი 19 ტურის თავზე 36 ქულით მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.125861