სხვა

2:30 | 15.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ჩემპიონი თარჯრბენში დისკვალიფიკაციით დაისაჯა

100 მეტრზე თარჯრბენში ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი ბრიანა მაკნილი, დოპინგსაწინააღმდეგო წესების დარღვევის გამო, შეჯიბრებში მონაწილეობას დროებით ჩამოაშორეს.

მძლეოსანთა ერთიანობის კავშირის (AIU) განცხადებით, 29 წლის მაკნილი, ვინც ოლიმპიური ოქრო რიოს 2016 წლის თამაშებზე მოიპოვა, 2013 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, „შედეგების მრთვის პროცესში ჩარევაშია“ ბრალდბული. AIU-ს ბრალდების არსი არ დაუკონკრეტებია.

მაკნილმა რიოს ოლიმპიადაზე, 100 მეტრზე თარჯრბენში ყველა სტარტი მოიგო. მომდევნო სეზონში კი ნრკოტიკებზე სამი არასაშეჯიბრო ტესტი გააცდინა, რაც დოპინგსაწინააღმდეგო წესების დარღვევად მოიაზრება. ამის გამო, ის ერთი წლით დაისაჯა. ამავე დისკვალიფიკაციის გამო, მან მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატი გააცდინა.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც დოჰაში (ყატარი) ჩატარდა, მაკნილი პირველივე წინასწარ რაუნდში გამოეთიშა, რადგან ფალს სტარტი აიღო.

0.14847