ფეხბურთი

23:16 | 13.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიკე გარსიამ "ეიბართან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

31 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა კიკე გარსიამ "ეიბართან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2023 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცის ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გარსია "ეიბარში" 2016 წელს "მიდლსბროდან" გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 139 მატჩში 30 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კიკემ ლა ლიგის 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ხუთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.118419