სხვა

13:39 | 11.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქალების ლიგა განახლდა

განახლდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ქალთა შორის. ჯგუფური ეტაპის ბოლომდე 4 ტური და 15 გადადებული მატჩია სათამაშო. დაუმარცხებლად 2 გუნდია - უნგრეთის დიორი და ნორვეგიის კრისტიანსანდი.

მე-10 ტურის მთავარ მატჩში საფრანგეთის მეცმა პირველი დამარცხება აგემა რუსეთის როსტოვს, 27-26. მეორე ფრანგულ-რუსულ დაპირისპირებაში კი ბრესტ-ბრეტონმა წააგო ცსკა-სთან 24-25.

დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა ნორვეგიის კრისტიანსანდმა და ფრედ, 28-28 დასრულა თამაში დანიის ესბიერგთან. 10 გოლი ევროპის ბოლო ჩემპიონატის მთავარმა ბომბარდირმა ნორა მორკმა გაიტანა. კრისტიანსანდს ყველაზე ნაკლები, 5 მატჩი აქვს ნათამაშები და ყველაზე ნაკლები, 2 ქულა ქვს დაკარგული. 2 თამაში დასრულა ფრედ ბოლო 3 გათამაშების გამარჯვებულმა, უნგრეთის დიორმაც.

პლეიოფში გასვლის შანსი 16 გუნდიდან ჯერ არცერთს არ დაუკარგავს. მე-11 ტური 16-17 იანვარსაა დანიშნული, 13 იანვარს კი მნიშვნელოვანი გადადებული მატჩია: კრისტიანსანდი - როსტოვი. ამავე დღეს, ოთხშაბათს, ეგვიპტეში კაცების მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ბოლო, 2019-20 სეზონი პანდემიის გამო შეწყდა და გამარჯვებული არ გამოვლენილა.

ხელბურთი. EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები.

ჯგუფური ეტაპი, 10 ტური, 9-10 იანვარი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები - მერვედფინალში

A ჯგუფი. როსტოვი 13 ქულა (8 თამაში), ბუკურეშტი 11 (9) - მეცი 10 (7), ფერენცვაროში 10 (8), კრისტიანსანდი 8 (5), კრიმი 5 (9) - ესბიერგი 4 (9), ბიტიგჰაიმი 3 (9)

ფერენცვაროში (უნგ) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 31-27

ბოლკი, ჰაფრა, კლუიბერი 5 - ნიაგუ 9, ლაზოვიჩი 5, პინტეა 4

კრისტიანსანდი (ნორ) - ესბიერგი (დან) 28-28

მორკი 10, ლუნდე (9 მოგერიება) - პენია, იაკობსენი 7

ბიტიგჰაიმი (გერ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 22-22

სმიტსი 6, ნაიძინავიჩუსი 5 - გომილარი 5, რისოვიჩი (15)

მეცი (საფ) – როსტოვი (რუს) 27-26

ო. კანორი 6, ნოკანდი 5 - ვიახირევა 5

B ჯგუფი. დიორი 16 (9), ბრესტი 14 (10) - ცსკა 13 (8), ოდენსე 12 (10), ბუდუჩნოსტი 7 (8), დორტმუნდი 2 (8) - კოპრივნიცა 2 (7), ვილჩა 0 (6)

ცსკა (რუს) - ბრესტ-ბრეტონი (საფ) 25-24

ილინა 7, გორშკოვა 6 - იაუკოვიჩი 6, გროსი 5, ტოფტი (16 მოგერიება)

ოდენსე (დანია) - პოდრავკა კოპრივნიცა (ხორ) 35-20

ბიდსტრუპი 9, ივერსენი 5, რაინჰარდტი (10) - მილოსავლიევიჩი 5

ბუდუჩნოსტი (მნტ) - ბორუსია დორტმუნდი (გერ) 31-27

რადიჩევიჩი 10, პინო, მეჰმედოვიჩი 5 - გრიზელსი 6, ვან დერ ჰაიდენი, დულფერი 5

რიმნიკუ ვილჩა (რუმ) - დიორი (უნგ) 20-37

მინევსკაია 4 - კრისტიანსენი 9, ამორიმი 6, ფოდორი 6, სოლბერგი (15)

ჯგუფური ეტაპის ბოლომდე:

11 ტური: 16-17 იანვარი, 12 ტური: 23-24 იანვარი, 13 ტური: 6-7 თებერვაალი, 14 ტური: 13-14 თებერვაალი

15 გადადებული მატჩი: 13 იანვარი. კრისტიანსანდი - როსტოვი, 20 იანვარი. ფერენცვაროში - მეცი, რიმნიკუ ვილჩა - ბუდუჩნოსტი, 27 იანვარი. კრისტიანსანდი - ფერენცვაროში, 30 იანვარი. ბუკურეშტი - ბიტიგჰაიმი, კრისტიანსანდი - მეცი, 31 იანვარი. კოპრივნიცა - ცსკა, 3 თებერვალი. მეცი - კრისტიანსანდი, 9 თებერვალი. როსტოვი - კრისტიანსანდი, რიმნიკუ ვილჩა - ბორუსია, გამოცხადდება: რიმნიკუ ვილჩა - კოპრივნიცა, ცსკა - კოპრივნიცა, ბორუსია - რიმნიკუ ვილჩა; კრიმი - ესბიერგი, ბუდუჩნოსტი - დიორი

მერვედფინალი: 6-13 მარტი, მეოთხედფინალი: 3-10 აპრილი, ფინალური ოთხეული: 28-20 მაისი, ბუდაპეშტი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128313