საქართველოს ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ სეზონისწინა შეკრება დაგეგმა. 20 იანვრიდან გიორგი ნემსაძის გუნდი თურქეთში მოემზადება, სადაც ამხანაგურ მატჩებსაც ჩაატარებს.
„დინამო“ 23 იანვარს სერბულ „რადნიკს“, 26 იანვარს, ასევე სერბულ „კრუშევაცს“, 29 იანვარს, უკრაინულ „კოლოსს“, 1 თებერვალს კიევის „დინამოს“, 8 თებერვალს კი რუსულ „სოჭის“ შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისის“ ვებგვერდის ცნობით, სპარინგმატჩების რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება და მოგვიანებით კიდევ ორი მეტოქის ვინაობა გახდება ცნობილი.