ფეხბურთი

11:05 | 10.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "მესი ყველანაირად ცდილობს გუნდს დაეხმაროს და ის "ბარსას" სჭირდება"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „გრანადასთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ნიდერლანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდისთვის შესანიშნავი კვირა. მან აგრეთვე ლიონელ მესიზეც გააკეთა კომენტარი.

„ტიტულისთვის ბრძოლა მხოლოდ ერთ მოთამაშეზე არ არის დამოკიდებული, მთელი გუნდის თვისებებს აქვს მნიშვნელობა. თუ ყველაფერი რიგზეა და საუკეთესო ფორმაში ვართ, ბრძოლა შესაძლებელია. თუმცა, ლიდერთან დისტანცია არსებობს და ამის გამო რთულია. ამ კვირაში კარგად ვითამაშეთ და ეს თავდაჯერებას გვანიჭებს. „ბარსას“ ლეო სჭირდება თავისი მნიშვნელობის, ეფექტურობის გამო, ჩვენ ის გვჭირდება. მესი ყველანაირად ცდილობს გუნდს დაეხმაროს. ამ ბოლოს დროს კარგად თამაშობს და ძალიან ეფექტურია. გუნდის მსგავსად სეზონის დაწყება მასაც გაუჭირდა, მაგრამ ყოველთვის ძალიან მოტივირებული იყო. ახლა უფრო მეტ გოლს იტანს, თუმცა თამაშში ყოველთვის ჩართული იყო.

კარგი კვირა გამოდგა, სამ თამაში მოვიგეთ და კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ვაჩვენეთ, რომ გუნდი იზრდება, მათ შორის თავდაჯერებაც. 4 გოლი გავიტანეთ და ეს პოზიტიური მომენტია. იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონას“ 18 ტურში 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, თუმცა ლიდერ „ატლეტიკოსთან“ ჩამორჩენა პოტენციურად სოლიდური - დიეგო სიმეონეს გუნდს 4 ქულით მეტი აქვს და 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124237