ფეხბურთი

21:31 | 7.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა სასამართლოს წინაშე წარსდგება

მადრიდის „რეალის“ ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება. Le Parisien-ის ცნობით, საქმეს ვერსალში განიხილავენ.

ბენზემა ხელს უწყობდა შანტაჟს, რომელიც 4 პირის მიერ იყო ორგანიზებული და ვალბუენას აიძულებდა დათანხმებულიყო ამ შანტაჟს, რათა ინტიმური ვიდეო, სადაც მატიე ჩანდა, ინტერნეტში არ გავრცელებულიყო.

ამ სკანდალის გამო ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან 2015 წელს მოკვეთეს. მან „მამლების“ შემადგენლობაში სწორედ ამ ფაქტის გამო ევროპის ვიცე-ჩემპიონისა და მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსი დაკარგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116228