ფეხბურთი

19:21 | 7.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" იანვარში ტრანსფერებს არ გეგმავს

ინგლისური „ლივერპული“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ახალ ფეხბურთელებს არ დაიმატებს. ბრიტანული მედიის ცნობით, ცენტრალური მცველების, ვირჯილ ვან დეიკისა და ჯო გომესის ტრავმების მიუხედავად, კლუბმა იანვარში ტრანსფერებზე უარი თქვა.

როგორც The Atletic-ი იტყობინება, „ლივერპულის“ მენეჯმენტი არ აპირებს ნაჩქარევი შესყიდვების გაკეთებას, რაც ეწინააღმდეგება კლუბის სატრანსფერო სტრატეგიას.

„ლივერპული“ მიმდინარე სეზონში შარშანდელივით მრისხანე არ არის და პრემიერლიგაშიც პრობლემები ექმნება. „წითლებმა“ ბოლო სამ მატჩში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვეს.

თეგებილივერპული
0.112464