ფეხბურთი

13:31 | 4.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბილბაომ" მწვრთნელი მოგებული მატჩის შემდეგ შეიცვალა

ბილბაოს „ატლეტიკმა“ ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში „ელჩე“ დაამარცხა (1:0), მაგრამ მოგებული მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაისკა გარიტანო მაინც გაათავისუფლეს.

ამის მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა. გარიტანოს შემცვლელიც უკვე ცნობილია - მარსელინო ტორალი.

გამოცდილმა სპეციალისტმა ბასკურ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მარსელინო ბოლოს „ვალენსიას“ ავარჯიშებდა, რომელიც 2019 წელს ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა. მას სხვადასხვა დროს წარმატებით „ვალენსიასა“ და „ვილიარეალში“ უმუშავია.

„ბილბაო“ ლა ლიგაში 17 ტურის შემდეგ 21 ქულით მეცხრე ადგილზეა და მარსელინოს დებიუტი მომდევნო ტურში „ბარსელონას“ წინააღმდეგ შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102871