ფეხბურთი

21:23 | 3.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსის ძმამ "რეალის" მიმართ კრიტიკული პოსტი გააზიარა

სერხიო რამოსის ძმამ და ამავდროულად აგენტმა, რენე რამოსმა სოციალურ ქსელში მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობისადმი კრიტიკული პოსტი გააზიარა. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ რამოსი და მისი ძმა კლუბით უკმაყოფილებო არიან.

„ვინმეს მოუწევს ახსნას, თუ როგორ და რატომ მივაღწიეთ იმ წერტილს, რაც საშუალებას აძლევს შენს კაპიტანს, „რეალის“ ერთ-ერთ ლეგენდას იყოს ფეხბურთელების აბსურდულ სიაში, რომლებსაც დღეს თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერ სხვა გუნდთან კონტრაქტს ხელი მოაწერონ“, - დაწერა ალფრედო დურომ და ეს პოსტი რამოსის ძმამ გააზიარა.

სერხიო რამოსს „რეალთან“ კონტრაქტი 6 თვეში ეწურება და შესაბამისად, უკვე შეუძლია წინასწარი ხელშეკრულება ნებისმიერ გუნდთან გააფორმოს და 1 ივლისიდან მის რიგებში გადავიდეს. ესპანელ ლეგენდას მადრიდულ გრანდში 2005 წლიდან დღემდე 666 თამაშში 100 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113516