ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურში ლონდონის „ჩელსი“ ლივერპულში, „ევერტონთან“ (0:1) დამარცხდა. „არისტოკრატების“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის განცხადებით, გადამწყვეტი მატჩის დასაწყისი იყო.
„ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო. პირველი 20 წუთი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეტოქეს გამარჯვება სჭირდებოდა და ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ, „ევერტონის“ სათამაშო გეგმა ამოქმედდა. თამაში, რომელიც ვაჩვენეთ, საკმარისი არ აღმოჩნდა. არ ვფიქრობ, რომ ენერგია ან სურვილი გვაკლდა, ბიჭები იმედგაცრუებულნი არიან, რადგან აქამდე კარგი შედეგები გვქონდა. არ ვფიქრობ, რომ პენალტის დანიშვნა ედუარდ მენდის ბრალია, ის ბოლო დროს შესანიშნავი იყო და ამიტომ, უბრალოდ სიტუაციას შევეგუები“, - თქვა ლამპარდმა.
შეგახსენებთ, „ჩელსიმ“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მეორედ წააგო და 22 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.