ფეხბურთი

20:48 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სობოსლაიმ "ლაიპციგი" აირჩია

უნგრეთის ეროვნული ნაკრების და "ზალცბურგის" ცენტრალური ნახევარმცველი დომინიკ სობოსლაი კარიერას "ლაიპციგში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ის გერმანული გამოცემა იუწყება, ფეხბურთელმა გადაწყვიტა გერმანულ კლუბში თამაში.

მოლაპარაკება მხარეებს შორის შეთანხმება დასასრულს უახლოვდება. 20 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა კონტრაქტის მიხედვით 23 მილიონი გირვანქა სტერლინგია. ფეხბურთელით "არსენალი", "ბაიერნი" და "რეალი" იყვნენ დაინტერესებულები, თუმცა დომინიკმა მაინც სათამაშო პრაქტიკა აირჩია.

სობოსლაი "ზალცბურგმა" "ლიფერინგიდან" 2018 წელს დაიმატა. მას შემდეგ დომინიკმა 80 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა. უნგრელის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.

0.109952