ფეხბურთი

12:04 | 4.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიული მედია ცსკა-სთან ლოჩოშვილის თამაშზე: "ისევ უკიდურესად სტაბილური ქართველი"

ევროპა ლიგის მეხუთუ ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერმა“ მოსკოვის ცსკა-ს სტუმრად აჯობა (1:0) და ბუნებრივია ამ გამარჯვებაში დაცვის ხაზს დიდი წვლილი მიუძღვის. ლუკა ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა და ავსტრიულმა მედიამ მას მაღალი შეფასება დაუწერა.

ამ შეხვედრაში არ უთამაშია გურამ გიორბელიძეს, რომელიც თადარიგში დარჩა, ხოლო ლოჩოშვილმა Laola1-ის ვერსიით, 1-ქულიანი შეფასება მიიღო, რაც ავსტრიაში უმაღლესი ქულაა და მისი თამაში შემდეგნაირად აღწერა:

„ისევ უკიდურესად სტაბილური და წარმოუდგენლად სოლიდური თამაში ქართველისგან, რომელიც ნელ-ნელა ხდება „ვოლფსბერგერის“ მაღალი დავალებების შემსრულებელი. ლოჩოშვილმა მარცხენა ცენტრალურ მცველად უშეცდომოდ ითამაშა და ვერავინ გასცდა“, - წერს გამოცემა.

ლუკას ევროპა ლიგის მიმდინარე სეზონში ხუთივე მატჩი შეუცვლელად აქვს ჩატარებული, ავსტრიის ჩემპიონატში კი 7-ჯერ ითამაშა. „ვოლფსბერგერმა“ კი 7 ქულა დააგროვა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მისი კონკურენტი „ფეიენოორდია“, რომელსაც 2 ქულით უსწრებს და ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე დაუხვდება. ფრე ავსტრიელებს პლეი-ოფში გაიყვანს და ისიც ვთქვათ, რომ როტერდამში „ვოლფსბერგემა“ 4:1 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128577