ლეგენდარული პელე დიეგო მარადონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და დაწერა, რომ ძალიან უყვარს. „ფეხბურთის მეფის“ განცხადებით, დიეგოს უდროოდ წასვლამ ამის თქმის საშუალება არ მისცა და ამიტომაც, ახლა დაწერა გადაწყვიტა.
„დღეს შვიდი დღე გავიდა, რაც დაგვტოვე. ბევრს უყვარდა ჩვენი შედარება მთელი ცხოვრების განმავლობაში. შენ გენიოსი იყავი, რომელმაც სამყარო მოხიბლა. ფეხზე ბურთით ჯადოქარი. ნამდვილი ლეგენდა. თუმცა, ჩემთვის უპირველეს ყოვლისა დიდი გულით კარგი მეგობარი იყავი.
ვიცი, რომ ახლა სამყარო უკეთესი იქნებოდა, თუ ნაკლებად შევედარებოდით ერთმანეთს და ერთმანეთით უფრო აღტაცებული ვიქნებოდით. ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ შეუდარებელი ხარ. შენი გზა გულწრფელი იყო. სიყვარულს გვასწავლიდი და უფრო ხშირად სიტყვა „მიყვარხარს“ თქმას. შენმა სწრაფმა წასვლამ არ მომცა ამის თქმის საშუალება, ამიტომ დავწერ: მიყვარხარ, დიეგო.
ჩემო დიდო მეგობარო, მადლობა მთელი ჩვენი მოგზაურობისთვის. ერთ დღეს სამოთხეში ერთსა და იმავე გუნდში ვითამაშეთ. და ეს პირველად ავწევ მუშტს მაღლა გოლის აღნიშვნის გარეშე. ამას გავაკეთებ, რადგან ისევ შემეძლება შენთან ჩახუტება“, - დაწერა პელემ.