ფეხბურთი

11:23 | 1.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ მბაპეს მომავალ ზაფხულს ვერ იყიდის

„რეალი“ ვერ შეძლებს „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეძენას - წერს Le Parisien.

წყაროს ინფორმაციით, „რეალი,“ ისევე როგორც ევროპული კლუბების უმრავლესობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ფინანსურად ერთობ დაზარალდა, ამიტომ მბაპეს გადაბირება მომავლისთვის გადაიდო.

კიდევ ერთი პრობლემა ფრანგის ძალიან დიდი ხელფასია.

მბაპე პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა „მონაკოდან.“ პარიზულ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112434