ფეხბურთი

22:56 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

2002 წლის მუნდიალის ერთ-ერთ გმირი ბუბა დიოპი გარდაიცვალა

ცნობილი სენეგალელი ფეხბურთელი პაპა ბუბა დიოპი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიოპი სენეგალური ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა, რომელმაც 2002 წლის მუნდიალზე ფანტასტიკურად ითამაშა.

მაშინ დებიუტანტი სენეგალი მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო გახსნით მატჩში თვით საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა (1:0) და ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ აწ გარდაცვლილი ბუბა დიოპია. მან იმავე ტურნირზე ურუგვაის ნაკრებთან დუბლიც შეასრულა.

სენეგალის ნაკრებში ბუბა დიოპმა 2001-2008 წლებში 63 თამაშში 11 გოლი გაიტანა და საკლუბო დონეზეც საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. სხვა და სხვა წლებში მან „ქსამაქსის“, „გრასჰოპერსის“, „ლანსის“, „ფულჰემის“, „პორტსმუთის“, აეკ-ის, „ვესტ ჰემისა“ და „ბურმინგემ სიტის“ რიგებში ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113898