ფეხბურთი

17:53 | 29.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ორი ფეხბურთელის 9 გოლი: "რუსთავმა" ეროვნულ ლიგა 2-ში თამაში 10:0 მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურში „რუსთავი“ სტუმრად დუშეთის „არაგვს“ დაუპირისპირდა და 10:0 დაამარცხა...

„რუსთავის“ რიგებში სულ სამმა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა - გიორგი ხარებაშვილის ანგარიშზე 5 გოლია, თომა ტაბატაძემ თავი ოთხჯერ გამოიჩინა, ერთიც გიორგი კიკნაძემ გაიტანა.

ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურის წინ რუსთავს 26 ქულა აქვს და პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო „არაგვი“ 8 ქულით ბოლო ადგილზეა და ქვედა ლიგაში დიდი ხნის წინ დაქვეითდა.

0.109064