ფეხბურთი

20:10 | 27.11.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე კარლოს ვინისიუსი გამოარჩიეს

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა "ტოტენჰემის" ბრაზილიელი თავდამსხმელი კარლოს ვინისიუსი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ვინისიუსმა "ლუდოგორეცთან" შინ მოგებულ (4:0) შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. კარლოს კონკურენტები საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსზე ნიკოლა პეპე, კერემ დემირბაი და კოდი გაპკო იყვნენ.

"მამლებმა" ვინისიუსი "ბენფიკადან" მიმდინარე წელს იჯარით აიყვანა და გამოსყიდვის უფლება დაიტოვა. ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში შვიდ მატჩში ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11543